საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს - ფული საიდან აქვსო

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
00:06 15.04
დაკოპირებულია

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დებს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია.

„როდესაც COVID-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილმა ჩარიცხა 100 მილიონი ლარი, მართლა ვფიქრობდი, რას დაუპირისპირებენ ამას და ყველაზე დიდი სისულელე დაუპირისპირეს, რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა - ფული საიდან აქვსო. როგორი კითხვა არის, იცი? კალაძესთან ჩხრეკა რომ ჩაატარო და ბუცები იპოვო და შენ საიდან გაქვს ბუცებიო. ხომ გესმით, კაცი არის 20 წელი ოფიციალური მილიარდერი, 20 წელი! მარტო 3 მილიარდი აქვს დახარჯული საქართველოში ქველმოქმედებისთვის, ფონდი „ქართუს“ გავლით, რომელსაც ყოველწლიურად ამოწმებს მისივე თხოვნით Big Four-ის აუდიტორიული კომპანია, რომელიც ამ დასკვნებს დებს. ეს დასკვნები საჯაროა ყველასთვის, ყველა თეთრი დაცულია. ყველამ იცის, რომ ერთადერთი დონატორი და ერთადერთი დამფუძნებელი ამისა არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ყველა თანხა, მისი ოჯახის პირადი თანხაა, რომელმაც გაიარა ყველა განსაწმენდელი, საბიუჯეტო იქნებოდა თუ ფისკალური. ეს ფული მოდის, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური კაპიტალი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სა...
23:47 29.10
„არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულებულა. გულწ...
23:42 29.10
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპ...
22:56 29.10
ესპანეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა....
22:38 29.10
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - Pia.ge

ნოდარ ტურძელაძე: გპირდებით, თავს არ დავზოგავ...

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კ...
მარიკა სამანიშვილი: ზაზა ლომინაძეს და იო...
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კან...
ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლ...
ისნის რაიონში, კერძოდ, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა...
20:40 29.10
გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევ...
სამშობლოს, ზოგადად, ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ...