არჩევნები 2020

ლევან დავითაშვილი: ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნის ამაღლება და ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა

სოფლის მეურნეობის მინისტრი თელავში
21:05 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა.

მინისტრმა ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნის ამაღლება და ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განცხადა, ამასთან დაკავშირებით, გადაიდგა თანმიმდევრული ნაბიჯები და ეს მიდგომა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კვალიფიკაცია და კომპეტენცია, იმისთვის, რომ ის მიღებული თანადაფინანსებები თუ ფინანსური დახმარებები, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, სწორად იყოს გამოყენებული. ჩვენ მთავარ გამოწვევად ვთვლით განათლებას, ამიტომ ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სახელმწიფოს, ჩვენი სამინისტროს მიერ, მომავალი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იქნება მხარდაჭერილი. თითოეული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ფერმერებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ კონსულტაციას და ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა ამის მოდერნიზება, ახალ ინფორმაციებზე მეტი წვდომა, რასაც მომავალი წლების განმავლობაშიც ვუზრუნველყოფთ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მიმართულებების, რასაც 2020 წლიდან, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განახორცელებს. ამ მიმართულებით გადაიდგა თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა ქართული სოფლის მეურნეობა იყოს უფრო თანამედროვე, კონკურენტუნარიანი. ამ ყველაფერმა ხელი ხელი შეუწყო ქვეყნის მომზადებას იმ ამბიციური, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხორციელბაა, რომელიც ჩვენმა პარტიამ გააკეთა. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სამინისტროში დაწყებულია ინსტიტუციური მომზადება, ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო მალე გარდაიქმნება უწყებად, რომელიც მოახდენს ფერმერების, თქვენი, აგრობიზნესების მხარდაჭერას და ევროპული სტილის თანადაფინანსებას იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიყოთ ევროპასთან“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
51 წუთის წინ
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუ...
21 წუთის წინ
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნე...
32 წუთის წინ
მინისტრის თქმით, საკითხის მოკვლევის შემდეგ რეგულირების სააგენტო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებაში...
33 წუთის წინ
57 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია. წყალდიდობა...
34 წუთის წინ
კვების ინდუსტრიაში დასაქმებულების განცხადება

„იძულებული ვართ, საქმიანობა სრულად შევაჩეროთ“...

მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს. როგორც კვებ...
59 წუთის წინ
წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
„საახალწლო სოფელი ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყ...
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში...
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები...
ტრამპი 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას...
რამდენიმე დღის წინ გაზეთი New York Times წერდა, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტ...