მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი გაასხამს, როგორც ყოველთვის

ჟორჟოლიანის კომენტარი

ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა PIA.GE-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, „მთავარი არხის“ ეგზიტპოლს ენდობა.

„მე ვფიქრობ, რომ ცესკო დადებს „მთავარ არხთან“ მიახლოებულ შედეგებს. „იმედი“ კი გაასხამს, როგორც ყოველთვის“ - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანი, ასევე სამტრედიაში, ვანში, ხონში და წყალტუბოში მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს.

„არვიცი ზუსტად, მაგრამ ველოდებით, რომ მეორე ტური იქნება“- აცხადებს ჟორჟოლიანი.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.
პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.
აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 ვინ ლიდერობს „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით

👉 ეგზიტპოლების შედეგები „მთავარი არხის“ მიხედვით