მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს. დილის 8-ის ნახევრიდან ხალხი რიგებში დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს.

იმას ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება გამოიხატება იმაში, რომ (ჩემი მოლოდინი ასეთი იყო) არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მოხდება“, - ამის შესახებ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქემ ხმა არ უნდა მისცეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დარჩენას.

🔊დღეს, 31 ოქტომბერს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით პირველად ჩტარდება.