მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს აფასებს.

ნიკა მელიას თქმით, პირველ ტურში 31 391 ხმა მიიღო.

„დღეს გლდანში იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, ვიდრე პირველ ტურში ხმა ავიღე ანუ პირველ ტურში ავიღე 31 391 ხმა. დღეს კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29, 919 ამომრჩეველმა. გაგიმარჯოთ ლეგიტიმაციაში“, - აცხადებს მელია.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ცესკოში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 26.29% შეადგინა.