მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება გლეხს

პრემიერი ტრიბუნასთან

„მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს“, - ამის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აბაშაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა შრომისმოყვარე მოქალაქეს ყოველთვის დაუდგება გვერდით.

„ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, გლეხ აბაშელ ადამიანს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე ვიცი, რომ აქ ბევრი პროექტი კეთდება და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მე გპირდებით, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის, ჩვენს შრომისმოყვარე მოქალაქეს დაუდგება გვერდით, ყველა სახით - ცოდნის გაზიარებით, ფინანსური დახმარებით, სხვადასხვა პროგრამებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და უნდა გავაგრძელოთ ეს ყველაფერი ერთად“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„რა თქმა უნდა, ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა მოვიყვანოთ წესრიგში - გზები, წყალმომარაგება, რაც სერიოზული პრობლემაა აბაშის სოფლებში, გაზიფიცირება, რაც ასევე პრობლემაა და უნდა გავაგრძელოთ, სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები.

არ უნდა იყოს აბაშელი ახალგაზრდა იძულებული, რომ განათლების მისაღებად, ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად მიდიოდეს სხვაგან. ამას ჩვენ ვუწოდებთ სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას, იმისთვის, რომ ყველანი ჩვენ, ჩვენს პატარა სამშობლოში ვცხოვრობდეთ კომფორტულად და ვვითარდებოდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს მათ შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ალექსანდრე მოწერელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რეგიონის ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

„თქვენი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თქვენი ხმის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ალექსანდრე მოწერელია ზედმიწევნით ზუსტად იცნობს თითოეულ პრობლემას, რომელიც თითოეულ ამ სოფელშია, რამეთუ ის წლების განმავლობაში აქ იყო გუბერნატორი და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს დავამარცხებთ, პანდემიასაც დავამარცხებთ და ამ პირბადეებსაც მოვიხსნით მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ამის შესაძლებლობა იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.