არჩევნები 2020

პრემიერი: სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა

გიორგი გახარია ზუგდიდში
1602955839
დაკოპირებულია

„მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას, ზუგდიდში განაცხადა.

პრემიერ- მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მისცეს ყველას, ამაშია ის დიდი მისია, რომელიც სამეგრელოში თითოეულ ადამიანს აკისრია.

„საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი - ზუგდიდი.

ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - დღეს, აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თითოეული წარმატებული პროექტი ამ ქალაქში და ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითი დღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დიდი შერიგებისკენ. დღეს, საქართველოში ჩვენ აღვნიშნავთ ვეტერანების დღეს და მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად და შრომის ფასი სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომლებიც აქ ხორციელდება,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომ 4 წელში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება სამეგრელოს.

„2012 წლიდან, სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდ ასოთხმოცდაექვსი მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომ 4 წელში, რაც არის საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში, მაგალითად წყალმომარაგება.

ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა. როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ, ცოტა საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა შემდგომი პრობლემა არის წყალარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წყალარინების სისტემა და მომავალ წელს ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ მაგისტრალურ გზებს, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა.

სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ყველგან, ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და აღნიშნა, რომ ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.

„საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უჩვეულოა პირბადეებით ერთმანეთთან საუბარი, ერთად ყოფნა, თუმცა ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების, აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების წინაშე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო, გლობალური სამყარო ებრძვის, ეს არის პანდემია. მე მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, გამარჯვებას გისურვებთ!“- განაცხადა პრემიერმა.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.

1623668295

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

1623667895

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

1623667188

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

1623666256
დენი და თელასი

ელექტროენერგია საქართველოს უდიდეს ნაწილს არ მ...

14 ივნისს, 14:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს რამდენიმე რეგიონს შეუწყდა.

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ნ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გურმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

იმოგზაურე ლიტერატურაში - მატარებლის მგზა...

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა მეგობრული ა...

„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მეგობრული არ იქნება“, - ამის შესახებ BBC იუწყება.