არჩევნები 2020

პრემიერი: შემდეგი 4 წელი კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობას დაეთმობა

საქართველოს პრემიერმინისტრი
14:34 18.10
დაკოპირებულია

„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს ანტიკური პერიოდიდან განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა და მისი განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„მოგესალმებით ფოთელებო! კახიმ კარგად გაიხსენა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფოთის პორტის მნიშვნელობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა ამ ქალაქს ეს ფუნქცია.

ათასწლეულების წინ, თუმცა დიდი ნიკო ნიკოლაძის შემდგომ ამან სულ სხვა დატვირთვა მიიღო და გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ინდუსტრიულად ძალზედ მნიშვნელოვანი ქალაქი. ეს მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფოთის განვითარება იმავე მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.

თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა პეის ტერმინალისა, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა-განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში 10 მილიონი ტონით გაიზარდოს”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ფოთის შემოვლითი გზის პროექტირების მეთოდზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში სახელმწიფო 150 მილიონი ლარს დახარჯავს.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მე ვგულისხმობ გზებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, საბავშვო ბაღებს, სკოლებს - ამ ყველაფერში მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული, იმისთვის, რომ ფოთის, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთში წარადგინა, ფოტის პრობლემების ეფექტურად გადაჭრას შეძლებს.

„ირაკლი ხახუბია არის ღირსეული შვილი ამ ქალაქის, ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანი. მან იცის ის პრობლემები, რომლებიც აქ არის. მიუხედავად იმ უჩვეულო მდგომარეობისა, რომელშიც ახლა პირბადეებით ვსხედვართ და ერთმანეთს ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის ჩვეული გარემო, მაგრამ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ეს წესები, მოვიგებთ არჩევნებსაც, გადავლახავთ კოვიდით გამოწვეულ კრიზისსაც, გადავლახავთ ეკონომიკურ კრიზისსაც, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
32 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
37 წუთის წინ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
52 წუთის წინ
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
16:36
გზების რეაბილიტაცია შუახევში შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო...
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შეს...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მ...
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზი...