მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროფესიონალების და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდების გუნდი - ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ სიის ოცეულზე

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად

პროფესიონალების და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდების გუნდი, რომელთა მიმართ აუგი სიტყვა ვერ დასცდება ვერავის - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ პირველ ოცეულს, რომელიც მმართველმა გუნდმა 10 სექტემბერს წარადგინა.

„პირველი, რომ იტყვიან ცინცხალი შთაბეჭდილებები „ქართული ოცნების" პირველ ოცეულზე. ცნობილების დახასიათებას არ შევუდგები, ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება და როგორც იტყვიან, მტერიც და მოყვარეც. ახალი სახეები არის პროფესიონალების და სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდების გუნდი, რომელთა მიმართ აუგი სიტყვა ვერ დასცდება ვერავის. არიან ახალი ფორმაციის დასავლური განათლება მიღებული მოხელეები და როგორ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან, ვნახავთ მალე. საფუძველი კარგი აქვთ“ - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.