არჩევნები 2020

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ვეტერანებს შეხვდნენ

კონცელიძე და აროშიძე ვეტერანებთან შეხვედრაზე
10:43 18.10
დაკოპირებულია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან შეხვედრა გამართა და ვეტერანთა დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, დამსახურებული ვეტერანების მიმართ ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებული შრომისთვის მადლიერება გამოხატეს.

„ვეტერანის დღეს, კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, შევხვედროდი ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, გამომეხატა მადლიერება მათი გმირობის, თავდადებისა და ვაჟკაცობისათვის. ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სიმშვიდე - თითოეულ მათგანს ბრძოლის საკუთარი ისტორია აქვს. ყოველი ბრძოლა კი, ეს არის ბრძოლა გამარჯვებისათვის და მთავარი, რაც ყოველ მათგანს ამოძრავებდა, ეს იყო არა სწრაფვა გმირობისკენ, არამედ უდიდესი სურვილი, გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო გამთლიანებული, თავისუფალი, მშვიდი.

ჩვენო ვეტერანებო, ამავდროულად, ჩემო კოლეგებო, მადლობა თქვენ, ვინც საკუთარ მხრებზე ატარა ტრაგედიებისა თუ თავდადებული შრომის სიმძიმე და სირთულე. მადლობა იმ წვლილისათვის, რაც ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში მიგიძღვით“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.

რესან კონცელიძის განცხადებით, ვეტერანები გამარჯვებულთა თაობას წარმოადგენს, რომელთა თავდადება, დაუღალავი, მუხლჩაუხრელი ბრძოლა-ყოველთვის იქნება მომავალი თაობებისათვის ღირსების, ვაჟკაცობისა და გმირობის უცვლელი თამასა.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
28 წუთის წინ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
54 წუთის წინ
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
20:41
27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაი...
20:37
კორონავირუსი,2020

ესპანეთსა და საფრანგეთში კოვიდინფიცირებულთა რ...

საფრანგეთსა და ესპანეთში ყოველდღიურად მძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. worldometers-ის განახლებული...
20:13
18:35
ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღ...
პრემიერი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ სახელმწ...
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალო...
ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თა...
ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტე...