არჩევნები 2020

როგორ აპირებენ პარტიები ტურიზმის გაცოცხლებას - საარჩევნო პროგრამების დეტალები

ტურიზმის აღდგენის დაპირებები
15:51 16.10
დაკოპირებულია

პოლიტიკური პარტიები და მათი წინასაარჩევნო დაპირებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიულ გარემოში. 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. პარტიები უკეთეს მომავალს და ძლიერ ეკონომიკას გვპირდებიან.

როგორია პარტიების ხედვები საქართველოს ეკონომიკის, კერძოდ ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებ და ვისთვის რა არის პრიორიტეტული ამ მიმართულებით.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE პარტიების 2020 წლის საარჩევნო პროგრამიდან ტურიზმთან დაკავშირებულ ნაწილს გაეცნო.

რა წერია მმართველი და ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პროგრამაში.

ქართული ოცნება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებასა და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70%-მდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30%-ით.

მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და კერძო სექტორის გაძლიერებას.

სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვებას ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას.

გაფართოვდება ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ტერმინალები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

sameditsino-turizmi_o_h.jpeg

3 მილიარდი ლარი სამედიცინო ტურიზმიდან ჯანდაცვის სექტორში - საქართველოში სამკურნალოდ მეტი პაციენტის შემოსვლა ნიშნავს მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას კლინიკებისთვის,

რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჯანდაცვის ტექნოლოგიური და თანამედროვე სისტემის ფორმირებას და ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასებს.


ლეიბორისტული პარტია

საქართველოს ბუნება იძლევა ალპინიზმის და სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.

სახელმწიფოს მოვალეობა და პრიორიტეტი უნდა გახდეს ბუნების დაცვა, სალაშქრო კულტურისა და ტურიზმის ამ მიმართულებით განვითარება.

ლელო

ghvinis-turizmi_o_h.jpeg

ლელოს „მარშალის გეგმის“ ტურიზმის ნაწილის მიხედვით, საქართველო წლის ყველა დროს მიმზიდველი ქვეყანა უნდა იყოს, რისთვისაც საჭიროა შემდეგი მიმართულებების განვითარება:

სამედიცინო ტურიზმი, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, საფესტივალო ტურიზმი, ბიო და ეკო ტურიზმი, კონგრეს-ტურიზმი (MICE), შიდა მცირე ავიაცია, სამთო- სათხილამურო ტურიზმი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ისტორიული, კულტურული ტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი.

სტრატეგია აღმაშენებელი

5 წელიწადში: ქვეყანაში შემოვა 25 მლნ ტურისტი, რომელთაგან სულ მცირე 10% იქნება მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტი, რაც ნიშნავს 5 მლრდ. დამატებით შემოსავალს ქვეყნისთვის და დაახლოებით, 80 000 -მდე სამუშაო ადგილს: 21 000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში, 15 000 სამუშაო ადგილი დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში, 40 000 სამუშაო ადგილი აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში;

ტურისტების მისაღებად მოწესრიგდება/აშენდება განთავსების ობიექტები - სულ მცირე 180 ბრენდული და გამაჯანსაღებელი სასტუმრო-კომპლექსი რაიონებში და 3 000 „გესთჰაუსი” სოფლებში.

სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ საკუთარი სახლები აქციონ გესთჰაუზებად. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყველა რაიონში სულ მცირე ერთი ბრენდული სასტუმროს და აპარტოტელის გასახსნელად და ასამუშავებლად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კურორტების განვითარება.

ტურისტული ნაკადების მოსაზიდად სახელმწიფო უზრუნველყოფს და აწყობს 4 საერთაშორისო მაშტაბურ ღონისძიებას.

გირჩი

tvitmphrinavi_o_h.jpeg

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზღვრების გახსნის გარეშე ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოვა. ეკონომიკა არაფერია, თუ არა ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც დღეს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს.

არავითარი რეგულაციები და ბიზნესისთვის ხელისშემშლელი გადაწყვეტილებები.

გამარტივებული ვიზები მოგზაურებისთვის.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

🔴 ვის რამდენი შესწირეს - პარტიების შემოწირულებები წინასაარჩევნოდ

🔴 აფხაზეთი და სამაჩაბლო - რა გეგმები აქვთ პარტიებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

🔴 400 ლარი... მე-13 პენსია... - როგორია 2020 წლის საპენსიო დაპირებები?

🔴 ინჟინერი, ისტორიკოსი, დიპლომატი ... - რა განათლება აქვთ მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს?

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
25 ოქტომბერს, ღამის 23:00სთ-დან 26 ოქტომბრის დილის 07:00 სთ-მდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ჯო...
53 წუთის წინ
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
55 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
17:26
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
17:11
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! -...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავ...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...