მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ განაწილდება მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები პროპორციული სიით

მანდატების განაწილება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა.

მე-10 მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სიით 120 დეპუტატი შედის.

ცესკომ საარჩევნო უბნების 98.86% დათვალა. ამ ეტაპზე საბოლოო მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა არსებულ მონაცემებში შესაძლოა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები იყოს.

📣ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტიებს შორის მანდატები შესაძლოა ასე გადანაწილდეს:

🔘 „ქართული ოცნება“ - 61 მანდატი (კოეფიციენტი 61,56)

🔘 „ნაციონალური მოძრაობა“ - 34 მანდატი (კოეფიციენტი 34,7)

🔘 „ევროპული საქართველო “- 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,8)

🔘 „ლელო“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,07)

🔘 „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,01)

🔘 „პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,07)

🔘 „გირჩი“ - 3 მანდატი (კოეფიციენტი 3,68)

🔘 „მოქალაქეები“ - 1 მანდატი (კოეფიციენტი 1,7)

🔘 „ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი (კოეფიციენტი 1,28)

ეს არის 116 მანდატი. დანარჩენი 4 მანდატი, სავარაუდოდ, შემდეგ პარტიებს შორის განაწილდება - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉„ქართული ოცნება“ 48.06%, ენმ 27.07% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

👉 არჩევნები 2020 - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები

👉 არჩევნების შედეგები - ოფიციალური მონაცემები