მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილმა პრემიერობაზე უარი თქვა

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

„ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე ვაცხადებ მიხეილ სააკაშვილი არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ექს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებაზე“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ეს არის ისტორიული დღე. იმ პირობებში, როდესაც მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში კამპანიის წარმოების, ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი, უპირატესი გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“.

მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩემი არ ყოფნის პირობებში აიღო მინიმუმ 33%, მაჟორიტარები ჩვენ გვაქვს მოგებული. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, მოიგო ქუთაისი, ბათუმი. ეს არის ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ამოცანაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება.

„ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე ვაცხადებ მიხეილ სააკაშვილი არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება. ხალხმა მხარი დაუჭირა ყველაზე პატარა ოპოზიციურ ჯგუფებს იმის გამო, რომ ისინი არ არიან ივანიშვილთან.

მივესამლები იმას, რომ ოპოზიციურმა ერთობამ 2 დღის წინ მოაწერა ხელი იმას, რომ არანაირ კოალიციას არ გააკეთებენ ივანიშვილთან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია ოპოზიციური ძალების, ეროვნული ერთიანობის მთავრობა იმისათვის, რომ დავძლიოთ ქართული ოცნების მძიმე მემკვიდრეობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

🔴„ქართული ოცნება“52.26 %, ენმ 25. 33% - „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი

🔴იმედის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს