მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საარჩევნო უბნებზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები

სამოქალაქო პლატფორმა

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა უკვე დააფიქსირეს.

კერძოდ:

წილისყრის პროცედურები

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.52 უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურა
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში N05.06.19 უბანზე წილისყრის პროცედურა ჩატარდა დარღვევით და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლის მითითების შესაბამისად ხარვეზი გამოსწორდა
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კომისია მინიჭებული ფუნქციებით მუშაობას დარღვევით აგრძელებს
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე, წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ.
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლოქში, N13.22.52 უბანზე, წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოავლინეს მხოლოდ რეგისტრატორი კომისიის წევრები. სხვა ფუნქციები მოგვიანებით გადანაწილდა
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, 06.07.07 წილისყრა 8:00სთ–მდე არ ჩატარდა.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოვლენილი ფუნქციები მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, რის გამოც წილისყრით ჩატარდა თავიდან;

სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები:

  • რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში N12.21.34 უბანზე დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება
  • საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში
  • გლდანის მაჟორიტარულ ოლქში N08.10.32 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან უფლებამოსილების განხორციელებაში. კერძოდ,მან მოითხოვა გაცნობოდა საარჩევნო მასალას, რისი საშუალებაც კომისიამ მას არ მისცა
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, N06.07.12 უბანზე, დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება;
  • სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე, დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • ვაკის მაჟორიტარული ოლქის, N02.02.23 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას

სხვა დარღვევები:

  • ისნის მაჟორიტარული ოლქის N04.05.45 უბანზე, კომისიის წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა
  • დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06,08,03, მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონტრაციო ოქმს. ასევე, მხოლოდ უბნის გახსნის შემდეგ დაილუქა ყუთი
  • ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის N23.59.60 უბანზე ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს უწევთ უბანზე რიგ–რიგობით შესვლა.

🔴 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

🔴 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.