არჩევნები 2020

სამი წლის წინ ტერორისტების ნასროლმა ტყვიამ სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი იმსხვერპლა, მაჩალიკაშვილის მამა კი „ნაცების“ გმირად იქცა და მორალს გვიკითხავს - ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან
ნიკოლეიშვილი
20:42 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2017 წელს, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულ ივანე გოლაშვილს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო. 

ექსპერტი, აგრეთვე, ამბობს, რომ ტერორისტებს, რომლებიც მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებით იმუქრებოდნენ, მოკავშირეებიც ჰყავდათ და ერთ-ერთი მაჩალიკაშვილის ოჯახი იყო.

„სამი წლის წინ ბერი სალოსის ქუჩაზე გამაგრებულმა ტერორისტებმა, არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. სამწუხაროდ, ტერორისტების ნასროლი ტყვიებით დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი ივანე გოლაშვილი. ღირსეული ქართველი ვაჟკაცი ივანე გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა. როგორც მისი ოჯახი, როგორც მარიამი და გიორგი, მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო!

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტებს რომლებიც, ლამის ნახევარი საქართველოს აფეთქებას ფიქრობდნენ, მოკავშირეებიც ჰყავდათ, მათ შორის, მაჩალიკაშვილის ოჯახი, სამწუხაროდ, ამ ტერაქტის შემდეგ მაჩალიკაშვილის მამა „ნაცმოძრაობის“ გმირი გახდა და უტიფრად მორალს გვიკითხავს სხდასხვა ტელე სივრცეებიდან.

ტერორისტების გეგმა სამართალდამცავებმა და სპეცსამსახურებმა ჩაშალეს, ტერორისტები ლიკვიდირებული იქნა... საქართველოს კიდევ ერთი გმირი ვანო გოლაშვილი შეემატა! დიდება გმირებს!“, - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
ახალგაზრდული მოძრაობის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. დღეს, 5...
58 წუთის წინ
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
14:19
მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
14:18
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკ...
14:09
გაერო 2021 წელს შიმშილს
პროგნოზირებს

გაერო: მომავალ წელს მსოფლიოში შიმშილით შეიძლე...

მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ო...
შსს: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მი...
„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 6 084...
„შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელი...
„პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფ...
ზურაბ ჯაფარიძე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის: „თუ ვინმეს პა...