მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დღეს, 22 სექტემბერს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში, ვარკეთილში, დევნილებს ფართები უკვე დაკანონებული აქვთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთა საკითხიც ინდივიდუალურად განიხილება.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება.

„ძირითადად დაზიანებული სახურავების, ამორტიზირებული ლიფტების და ე.წ. „წითელი აგურების“ კორპუსებში ბინების დაკანონების საკითხი გამოიკვეთა“,- განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.