მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Survation: მოსახლეობის 68% დარწმუნებულია, რომ სწორედ მის მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერს მხარს

Survation 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 18 ოქტომბერს წინასაარჩევნო მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

👉სრულიად დარწმუნებული ვარ - 68%

👉 მეტ-ნაკლებად დარწმუნებული ვარ - 24%

👉 მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული - 4%

👉 სრულიად არ ვარ დარწმუნებული -4%

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

Survation-ს გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში:

🔺 გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი

🔺 აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე

🔺 ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები

🔺 გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

🔺 კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.