მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Survation: მოსახლეობის 72% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 4% უარს ამბობს

Survation-ის წინასაარჩევნო კვლევა - 18 ოქტომბერი 2020 წელი

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 18 ოქტომბერს „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით წინასაარჩევნო მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

✅ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას -72%

✅ ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%

✅ 50-50 - 11%

✅ არ მივიღებ მონაწილეობას - 4%

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 9075 რესპონდენტი. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

Survation-ს გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში:

✔️ გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი

✔️ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე

✔️ ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები

✔️ გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

✔️ კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.