მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდასხმა ჟურნალისტებზე გლდანის საარჩევნო უბანთან (ვიდეო)

არცევნების პროცესში თავდასხმა ჟურნალისტებზე

დღეს, 31 ოქტომბერს გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა გლდანის მე-80 უბანთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან მოქალაქეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ანუნა ახალიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„როდესაც მე და ოპერატორი მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, ჩვენ კი მათ მივყვებოდით. ამ დროს ერთმა კაცმა ჩემს ოპერატორს ხელი ჰკრა და სავარაუდოდ, კამერა მომხვდა“, - განაცხადა ანუნა ახალაიამ.

როგორც ცნობილია, აგრეთვე, ამ უბანთან მყოფმა ადამიანებმა სცადეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის კამერის წართმევა, მაგრამ პოლიციის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა.

აგრეთვე, ამავე საარჩევნო უბანთან თავდასხმა მოხდა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე. როგორც ცნობილია, ჟურნალიტის კამეტას წიხლი იმ დროს მიარტყეს, როდესაც ის შემთხვევის გადაღებას ცდილობდა.

აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო ვრცელდება:

🔴 ინფორმაციისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 დღეს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.