არჩევნები 2020

ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა

ცენტრალური საარჩევნო კომისია - ლოგო
13:02 16.09
დაკოპირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ორი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მსჯელობს კენჭისყრის დღისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესამუშავებელ რეკომენდაციებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია რეგულაციები არჩევნების დღისთვის.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დადგენილების პროექტში უკვე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი სრულყოფის მიზნით კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

ცესკოს ინფორმაციით, სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის (199-ე მუხლის მე-5 პუნქტი) საფუძველზე, დადგენილებით უნდა განსაზღვროს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენურ წესები.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ...
20:09
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ინფექცია, 2020 ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღ...
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური...
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...