მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: იმედია ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც ამომრჩეველმა დააკისრა

ეკონომიკის მინისტრი საარჩევნო უბანზე

„მეათე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ოპოზიცია გამოიჩენს კონსტრუქციულობას და შეასრულებს იმ მისიას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრა -  შევლენ პარლამენტში და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„ესაა პანდემია, რომელსაც ვებრძვით; ესაა ეკონომიკური სირთულეები, რაც ერთობლივადაა დასაძლევი და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციაც პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ჩაერთოს მათ შესახებ მსჯელობაში, დებატებში და ერთობლივად ვიმუშაოთ მეათე მოწვევის პარლამენტში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ

🔴 კახა კალაძე: წარმატებულ საქართველოს მივეცი ხმა