მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უზბეკეთსა და ჩინეთში „ქართული ოცნება“ იგებს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ეუბეკეთი ტაჯიკეთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უზბეკეთსა და ჩინეთში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იგებს.

უზბეკეთში მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 150-ია, აქედან არჩევნებში მონაწილება 46-მა მიიღო.

ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 33 ხმა

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 6 ხმა

„ლელო“ - 2 ხმა

„ლეიბორისტული პარტია“ - 1 ხმა

„მოქალაქეები“ - 1 ხმა

„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 1 ხმა

„რეფორმატორები“ - 1 ხმა

„არჩევანი სამშობლოსათვის“ - 1 ხმა

ჩინეთში მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 100-ია, აქედან არჩევნებში მონაწილეობა 17-მა მიიღო.

ხმები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ - 2 ხმა

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ხმა

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1 ხმა

„მოქალაქეები“ - 1 ხმა

„გირჩი“ - 1 ხმა

„ქართული ოცნება“ - 8 ხმა

„ქართული იდეა“ - 3 ხმა

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔵 Ipsos: ვინ ლიდერობს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში

🔵 გრიგოლ ვაშაძე: ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ!