მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვალეში N33 უბანზე დარღვევები გამოვლინდა (ვიდეო)

საარცევნო ყუთსი ბიულეტენის ჩაგდება

სამცხის მაჟორიტარულ ოლქში, ვალეს N33 უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებმა დარღვევა გამოავლინეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლის ფოტოსურათებიანი სიებით დგანან საარჩევნო უბანთან და ამომრჩეველს აღიცხავენ.

„დამკვირვებელი, რომელიც ამბობს, რომ არის „ქართული ოცნებიდან“, სიებით აღრიცხავდა ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ამტკიცებდა, რომ აღწერის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე, იმ შემთხვევაში რა მოხდებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე თქვენი საქმე არ არისო“, - აცხადებს ენმ-ს წარმომადგენელი დავით ახალკაცი.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.