მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე: ცესკომ აბსოლუტურად ყველანაირ ვადას გადააცილა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

„ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა. ცესკომ გადააცილა აბსოლუტურად ყველა ვადას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოქმები გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს და შედეგები ცნობილი უნდა იყოს.

ვაშაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ოპონენტებს მიმართავს.

„აბსოლუტური კლოუნადის მომსწრეები ვართ. მთელი დღე ქუთაისში ამომრჩეველიც, ვინც მონაწილეობას ვღებულობთ არჩევნებში, ჟურნალისტებიც გაკვირვებდით ვუყურებდით, რომ ასე თუ ის ეს არჩევნები ნორმალურად მიდიოდა. თურმე რას ამბობთ, ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა. ცესკომ გადააცილა აბსოლუტურად ყველა ვადას. ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებული.

ყველგან ერთიდაიგივე ხდება, მაგრამ ქუთაისის მაგალითზე გეტყვით. ჩვენს მოგებულ უბნებზე ერთბაშად გაფუჭდა ყველა ქსეროქსი, თავმჯდომარეს მე-17 ჯერ მოუნდა დათვლილი ოქმების გადათვლა, 47 ბიულეტენია გაუქმებული ზოგიერთ უბანზე და ყველაზე 5-იანია შემოხაზული, აღმაშფოთებელია რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად მიაფურთხეს საქართველოს მოქალაქის ღირსებას.

მინდა მივმართო ცესკოს, პირადად ქალბატონ თამარ ჟვანიასა და ჩვენს ოპონენტებს. ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში მოგერევათ, 2018 წელს იმის გამო, რომ ვალს და ვალდებულებას ვგრძნობთ ამ სახელმწიფოს წინაშე, გადავყლაპეთ ყველაფერი და თავი შევიკავეთ. ახლა ისე ნუ გააკეთებთ ყველაფერზე უარი ვთქვათ და თქვენ კიდევ კაბინეტებიდან ფეხებით გამოგათრიოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში არ შეგეშალოთ და რასაც თქვენ აკეთებთ სისხლის სამართლის საქმეა.

კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა დაჯდა ამ არჩევნებზე. ყველა გაუქმებული ბიულეტეტენი გასაჯაროვდეს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სამადაშვილი: ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები უნდა დაიწყოს

ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი