არჩევნები 2020

ვასილ ჩიგოგიძე: მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები გამოწვევებს

ჩიგოგიძე მაჟორიტარობის კანდიდატი
15:19 16.10
დაკოპირებულია

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ნდობა გამომიცხადა“, - ამის შესახებ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ ლანჩხუთში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ჩემი კუთხისა და სოფლის განსაკუთრებული სიყვარული.
ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას.

დღეს სულ სხვა მდგომარეობაა - დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

მას სჯერა, რომ სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს რეგიონში.

„ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული.

და ბოლოს, მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“ და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას“, - დასძინა მან.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
25 ოქტომბერს, ღამის 23:00სთ-დან 26 ოქტომბრის დილის 07:00 სთ-მდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ჯო...
59 წუთის წინ
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
17:31
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
17:26
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
17:11
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! -...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავ...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...