მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიმედოვნებ, ამომრჩეველთა დაშინების ფაქტს ადგილი არ ექნება“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში2020

დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემოსთვის ტემპერატურის ზრდა დამახასიათებელია, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს არჩევნებზე.

„სამწუხარო იქნება თუ ადგილი ექნება ისეთ ფაქტებს, როგორიც არის ამომრჩეველთა დაშინება ან თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის არასწორი გამოყენება“, - დასძინა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.