სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების მიზნით, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი 20 იანვარს, სამი თვით გაჩერდა. ჰესზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 წლის წინ ჩატარდა. სამუშაოები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში დათქმულ დროს, 2021 წლის 1 მაისს გაეშვას.