ინტერვიუ

2020 წლის გამოწვევები და განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის ანგარიში

ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
1609160793
დაკოპირებულია

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყოველწლიურად ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნული პროგრამები საუკეთესო შესაძლებლობაა უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად. 

საქართველოსა და მსოფლიოში არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, ცენტრი სხვა უწყებების მსგავსად არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა. როგორი იყო საქმიანი - 2020 წელი, როგორ განხორციელდა სასტიპენდიო კონკურსები, რა გამოწვევები გააჩინა პანდემიურმა ვითარებამ ცენტრსა და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორში და როგორია უწყების სამომავლო, პოსტპანდემიური გეგმები - ამ და სხვა საკითხებზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს - ნინო ჭელიძეს ვესაუბრეთ.

ქალბატონო ნინო, განათლების საერთაშორისო ცენტრი ისევე, როგორც ბევრი სახელმწიფო უწყება, 2020 წელს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რა შეიცვალა განსხვავებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ და შეეხო თუ არა ეს ცვლილებები საკონკურსო პროგრამებს, რომლებსაც ცენტრი 2014 წლიდან ახორციელებს?

განათლების საერთაშორისო ცენტრი, ისევე, როგორც თითქმის ყველა საჯარო უწყება, 2020 წლის 16 მარტიდან გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ზაფხულის და ნაწილობრივ, შემოდგომის თვეებში ჩვენ შერეული - კლასტერებად დაყოფის და ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით ვიმუშავეთ. ამის მიუხედავად, არ შეგვიცვლია ჩვენი სასტიპენდიო პროგრამების პირობები და ვადები. შესაბამისად, მიმდინარე წელს, რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, 10 სასტიპენდიო პროგრამა განახორციელა, ეს გახლავთ როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული (საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო, საერთაშორისო სახელოვნებო და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების) პროგრამები, ისე პარტნიორული, ანუ ერთობლივი პროგრამები - იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება პროცედურებს: დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას ჩვენ უკვე გვქონდა გამოცხადებული აპლიკაციების მიღება სასტიპენდიო პროგრამათა უმეტესობაზე - რაც აპლიკანტებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების და ინდივიდუალური კონსულტირების - სასტიპენდიო პროგრამების ფართო პრეზენტაციებს გულისხმობს. ცენტრი მზად აღმოჩნდა კოვიდ 19-ის გამოწვევისთვის, რადგან საინფორმაციო ფეისბუქ-ლაივები, ელექტრონული და სატელეფონო კონსულტაციები - ცენტრის სამუშაო პროცესის კარგად დანერგილი ნაწილია. თუმცა ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებისთვის ცენტრმა რამდენიმე დამატებითი მექანიზმი აამუშავა:

სასტიპენდიო პროგრამებში სააპლიკაციო და შეფასების სისტემები ყოველთვის დისტანციურ/ელექტრონულ რეჟიმში მუშაობდა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აპლიკანტებისთვის არაფერი შეცვლილა.

ამოქმედდა 24 საათიანი ცხელი ხაზი, სადაც კონკურსანტები გადიოდნენ კონსულტაციებს ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე უწყვეტ რეჟიმში იყო შესაძლებელი ონლაინ-კონსულტაციის გავლა: მუშაობდა საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა და ცენტრის ფეისბუქ-გვერდი სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის მსურველთათვის.

საინფორმაციო შეხვედრების ნაცვლად, დამატებითი ფეისბუქ-სესიები შევთავაზეთ სტუდენტებს. ლაივის დროს ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები პირდაპირი ეთერის რეჟიმში პასუხობდნენ კონკურსანტების შეკითხვებს, ამომწურავად ისაუბრეს სააპლიკაციო პროცედურების შესახებ.

ამრიგად, ვფიქრობთ, დისტანციური მუშაობის პირობებში, ცენტრმა შეძლო შესაბამისი ადმინისტრაციული რეკალიბრაცია, რაც კონკურსანტებისთვის ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას და კონკურსებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფდა.

თქვენ ისაუბრეთ საკონკურსო პროცედურების და განხორციელებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, საინტერესოა: როგორი იყო სტუდენტთა აქტივობა კონკურსების მიმდინარეობისას და რა შედეგით დაასრულა წელი განათლების საერთაშორისო ცენტრმა - სულ რამდენი სტუდენტი დაფინანსდა აღნიშნული კონკურსების საფუძველზე?

მიმდინარე წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 117 სტიპენდიანტი შეარჩია სტუდენტებმა კი ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მსოფლიოს 16 ქვეყანაში უსდ-ებში გააგრძელეს სწავლა როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურებზე. სტიპენდიუმ უნგარიკუმის ფარგლებში კი ბაკალავრებიც დაფინანსდნენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო თავად კონკურსანტების დაინტერესება და აქტივობაც, მაგალითად, ფეისბუქ-ლაივებისა და ონლაინ-კონსულტაციების დროს, სადაც ლაივში დაინტერესებულ პირთა ჩართულობა ხშირად რამდენი ათასს აღწევდა. მიმდინარე წელს, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აპლიკანტთა მომართვიანობა არ შემცირებულა, პირიქით, პროგრამის მომართვიანობა წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა (სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიის კონკურსზე), წლევანდელ აპლიკანტებს მართლაც რომ ბევრი გამოწვევა ქონდათ - დარწმუნებით არ იცოდნენ როგორ სასწავლო მოდელს შესთავაზებდა მათ მიერ შერჩეული უნივერსიტეტი, არ იცოდნენ თუ რა საშუალებები იქნებოდა ხელმისაწვდომი საერთაშორისო ფრენის/გადაადგილების თვალსაზრისით, დისტანციური სწავლების შემთხვევაში რამდენად გართულდებოდა სასწავლო პროცესი, ამასთან ერთად ბევრი აპლიკანტი გვიკავშირდებოდა რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პანდემიის პირობებში უცხოეთში განათლების უფლება და შესაძლებლობა კვლავ ხელმისაწვდომი რჩებოდა ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებით.

მიუხედავად არსებული გამოცდილებისა, რთული იყო სასტიპენდიო შესარჩევი კომისიების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. კომისიის წევრებს ძალიან რთული მისია ჰქონდათ: წლევანდელი ძალიან მაღალი დისტანციური კონკურენციის პირობებში საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტიპედიატების შერჩევა. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომისიების წევრებს, ვინც ამ დაკავებული პანდემიური წლის განმავლობაში დიდი დრო დაუთმეს აპლიკანტების შეფასებასა და შერჩევას. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომისიები პრო ბონო მუშაობენ, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია.

ამრიგად, თუ 2020 წლის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, საერთო ჯამში 2014 წლიდან დღემდე განათლების საერთაშორისო ცენტრმა 1000-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა და სტუდენტების სწავლა 40-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კურსდამთავრებულების ნაწილი უკვე საქართველოშია დაბრუნებული და შესაბამის სფეროშია დასაქმებული.

თქვენ ახსენეთ კურსდამთავრებული სტიპენდიატები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფუნქციონირებს ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც... რა ღონისძიებები განხორციელდა წელს ცენტრის კურსდამთავრებულთა ხელშეწყობის მიზნით?

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის 2 წლიანი პერიოდის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტიც განახორციელა. წელს ასოციაციის ორგანიზებით და ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სფეროში საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდა სპეციალისტების მობილიზებას დამატებითი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში. კონკურსი ცენტრსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოცხადდა, რომლის თანახმად, ცენტრმა ასოციაციას გადასცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად. ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, სადაც განაცხადის შეტანის უფლება მიეცათ ორგანიზაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებები ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მსგავსია, კერძოდ: რეგიონული განვითარება; ინოვაციების ხელშეწყობა; განათლება; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ჯანდაცვა; კონფლიქტები; გარემოს დაცვა. წელს პანდემიური ვითარების მიუხედავად, 9 წარმატებული პროექტი განხორციელდა ასოციაციის წევრების მიერ.

კურსდამთავრებულთა და კონკურსანტთა გარდა, ცენტრს ყოველწლიურად ჰყავს მიმდინარე სტატუსის მქონე სტიპენდიატებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. როგორი იყო მიმდინარე სასწავლო წელი მათთვის, რა სირთულეები გააჩინა პანდემიამ?

2019-2020 სასწავლო წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრს სასტიპენდიო სქემების მეშვეობით, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში 161 ბენეფიციარი ჰყავდა. პანდემიის დაწყებისთანავე ცენტრი ყველა ბენეფიციარს დაუკავშირდა, ცენტრი სტუდენტებს სამინისტროებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა. განათლებისა და მეცნიერების, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს მუდმივად მიეწოდებოდა ინფორმაცია იმ სტიპენდიატთა შესახებ, ვინც ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა და მათ შესახებაც, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში რჩებოდა სწავლის გასაგრძელებლად. პანდემიის პერიოდში, ყველა ის სტიპენდიატი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, მალევე დაბრუნდა ქვეყანაში.

როგორც დაბრუნებულმა, ისე სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა სტიპენდიატები სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელეს, სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ქვეყანას და უმაღლეს სკოლას აქვს თავისი სამოქმედო სტრატეგია, მაგალითად, არის ქვეყნები და პარტნიორები, რომლებიც სტიპენდიატებს მიმღებ ქვეყანაში დარჩენის რეკომენდაციას აძლევდნენ, მაგ: ასეთი რეკომენდაცია მიეცათ „სტიპენდიურ უნგარიკუმის“ ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებს. განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდიატთა მოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კონკრეტული აქტივობები/სამოქმედო გეგმა სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, სექტემბრის თვეში, პრემიერ მინისტრის ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა სპეციალური ავია-რეისის დანიშვნა თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით. ამ რეისით ისარგებლა როგორც ქართულ-უნგრული ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიუმ უნგარიკუმის“ სტუდენტებმა, ისე სხვა ქვეყნებში დაფინანსებულმა 100-ზე მეტმა სტიპენდიატმა.

გარდა სასტიპენდიო პროგრამებისა, რა აქტივობები განახორციელა ცენტრმა 2020 წლის მანძილზე?

ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები თვისობრივად მაინც სასტიპენდიო პროგრამებსა და მათ ბენეფიციარებს უკავშირდება. ცხადია, კონკურსების მიღმა, სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმეთ, რომელთა ნაწილი ღია სივრცეში, ნაწილი კი - დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. მათ შორის: 2020 წლის დასაწყისში, იანვრის თვეში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრები იტალიის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან; პანდემიის გამოცხადების შემდეგ დისტანციურად შემუშავდა მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, რომლის ფარგლებში ამოქმედდება „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამა; აგვისტოს თვეში ჩატარდა სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი, რომლის მიზანი იყო ცენტრთან ანგარიშგების პროცედურების გაცნობა, სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა; მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია კონკურსანტებთან, სტიპენდიატებთან თუ კურსდამთავრებულებთან, ტარდებოდა ონლაინ-საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემაზე და ა.შ.

როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები, როგორი სამუშაო ფორმატი განისაზღვრა 2021 წლისთვის და როგორ შეაფასებთ პანდემიური ვითარების გავლენას საერთაშორისო საგანმანათლებლო სექტორზე?

ჯერჯერობით მუშაობას ისევ დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ, მორიგი რეკომენდაციის მიღებამდე მთავრობისა და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან. თუმცა, სასტიპენდიო პროგრამები ისევ უწყვეტ და შეუფერხებელ რეჟიმში განხორციელდება. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორი არის საქართველოში უნგრეთის საელჩო. 2021 წლის დასაწყისში ყველა სხვა პროგრამებზეც გამოცხადდება მიღება.

რაც შეეხება სიახლეებს - მომავალი წლიდან პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) ამოქმედდება, რომელიც Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. განათლების საერთაშორისო ცენტრი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ერთობლივად განახორციელებენ აღნიშნულ პროგრამას.

2021-ში იგეგმება პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც ცენტრი განათლების სამინისტროსთან და რიგ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ეს ცენტრის პირველი პროექტი იქნება უმაღლესი განათლების ფარგლებს გარეთ, რაც სრულიად ახალ გამოცდილებასა და გამოწვევებს გვპირდება.

პანდემია და სრულად დისტანციურ რეჟიმში გადასვლა ცხადია, არ იყო მარტივი, თუმცა ვფიქრობ, რომ გამართული ელექტრონული სისტემებისა და გამოცდილი თანამშრომლების შემწეობით საუკეთესო შედეგზე გავედით. თუმცა ამ კითხვაზე უკეთესად სწორედ ის ბენეფიციარები გიპასუხებენ, ვინც წელს პირველად დაფინანსდა. ცენტრის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ არსებულ მოცემულობაში განათლების უფლება და შესაძლებლობა, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც აკადემიური მობილობა, რაც განათლების ინტერნაციონალიზაციის ერთერთი დიდი შემადგენელია, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

პანდემიის დაწყებისას ბევრი საუბრობდა რომ კოვიდ-19-ის შემდგომ განათლების ინტერნაციონალიზაცია ნაკლებ ინტერესს გამოიწვევს სტუდენტებში, რადგან ინტრანაციონალიზაცია იქნება ყველა ქვეყნისთვის ამოსავალი. თუმცა განათლების სექტორმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინტერნაციონალიზაცია რჩება დღის წესრიგში და პირიქით, მეტად მოთხოვნადი ხდება. მე კი მგონია, რომ განათლების ინტერნაციონალიზაცია კიდევ უფრო მეტ ინსტიტუციურ ღირებულებას შეიძენს, საშუალებას მისცემს ქვეყნებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ერთობლივი ხარისხის პროგრამების დაფუძნებაში და მეტი საერთაშორისო კვლევის ინიცირებაში.

ერთი რამ ცხადია: სწავლებასა და კვლევაში საერთაშორისო განზომილება უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან, როგორც კოვიდ 19-მა გვიჩვენა, ახალი საგანმანათლებლო, სოციო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური გამოწვევები 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყნით თუ კონტინენტით უკვე აღარ შემოიფარგლება და გლობალური ცოდნის საზოგადოების შექმნის საჭიროებას გვიჩვენებს.

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის  თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1611822882

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

1611821794

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1611821278

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

1611821037
აფეთქება რუსეთში

რუსეთში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა - არი...

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1611816849
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.