ინტერვიუ

ანდრია გვიდიანი: „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი Pia.ge
1611151605
დაკოპირებულია

დღეიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. რა შედეგებს უნდა ველოდოთ „ენგურჰესის“ მუშაობის გაჩერების შედეგად, რა გავლენა აქვს დიდ ჰიდროელექტროსადგურებს და რამდენად საჭიროა ახალი პროექტები საქართველოს ენერგოსისტემისთვის, ამ საკითხებზე ეკონომისტი ანდრია გვიდიანი საუბრობს.

- თქვენი შეფასებით, რას გამოიწვევს „ენგურჰესის“ გაჩერება და ზოგადად,რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ჰესის დროებით გაჩერება საქართველოს ენერგოსისტემისთვის?

- მე ვიტყოდი, რომ „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მთავარი არტერიაა. ამ სადგურის მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი გავლენა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაზე უდიდესია. ენგურის სადგური როგორც ენერგოუსაფრთხოების, ისე ენერგოდამოუკიდებლობის და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენი ენერგეტიკული ქსელის მდგრადობაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. სამი თვით ენგურის შეჩერება დაახლოებით 400 მილიონ კილოვატსაათი იაფი ელექტროენერგიის დაკარგვას ნიშნავს. მაგალითად, გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფების გადათვლისას, ენგურის რეაბილიტაციის გამო, წნეხი ტარიფის გაძვირებაზე 100 მილიონ ლარამდე იყო. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ „ენგურჰესი“ ქართული ენერგოსექტორისთვის სარეზერვო სიმძლავრეს ქმნის. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ენგურჰესის“ გარეშე, ქართული ენერგოსისტემა პრაქტიკულად კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა. აქედან გამომდინარე, „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის და მასშტაბის ახალი ჰესების მშენებლობა, ჩვენი ენერგოსექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.

- ახალი ჰესების მშენებლობის საჭიროებას შეეხეთ, ამ მხრივ საგულისხმოა, რომ საქართველოში მსხვილ ენერგოპროექტებს წინააღმდეგობა ხვდება, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან. „ენგურჰესის“ მაგალითზე რა შეიძლება ითქვას დიდი ჰესების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა?

- ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების არსებობა ჩვენი ენერგოსექტორის გაძლიერების პროცესში მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჰესების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ხშირად საფუძველს მოკლებულია და არგუმენტები, რომ თითქოს ჰესები გარემოს ანგრევენ ან გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, რეალობას არ შეესაბამება.

ასევე აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტები და არსებული ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე, დეგრადაციას განიცდიდა. შესაბამისად, არსებული ჰიდროსადგურების ავტომატური რეგულატორები მოძველებულია, ან მწყობრიდან არის გამოსული. თბოსადგურების დიდი უმრავლესობა კი, ამორტიზებულია. ამდენად, აუცილებელია ახალი, თანამედროვე მართვის სისტემით აღჭურვილი სადგურების მშენებლობა, რომლებიც ქსელში მარტივად ინტეგრირდება.

- დღესდღეობით მიმდინარე ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა, არის „ნამახვანჰესი“. რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული სადგური საქართველოს ენერგეტიკული ქსელისთვის?

- მიმაჩნია, რომ „ნამახვანის“ პროექტი ჩვენი ენერგოსექტორის უმნიშვნელოვანესი რგოლი იქნება. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს ენერგოსისტემა განიცდის სარეზერვო სიმძლავრეების მქონე ჰიდროელექტროსადგურების მწვავე დეფიციტს. შესაბამისად, ისეთი პროექტი, როგორც „ნამახვანჰესია“ აღნიშნული პრობლემის შემცირებისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ვთვლი, რომ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, „ნამახვანის“ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენი ენერგეტიკული ქსელი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა. აღნიშნული სადგურის დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატია, ხოლო მისი გამომუშავება 1.5 მილიარდი კილოვატსაათი. ხაზგასასმელია, რომ ამ მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ აშენებულა და, რა თქმა უნდა, მისი განხორციელებით ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ახალი გენერაციის წყაროების ათვისება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი უფრო გამართული და მდგრადი იყოს, ვიდრე დღეს არის. თავის მხრივ, მიმაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი სწორი გზა ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე გადის.

- აღნიშნული პროექტის ეკონომიკურ ასპექტებსაც რომ შეეხოთ, რა შეიძლება ითქვას ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც საქართველო „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებით მიიღებს?

- პირველ რიგში ხაზგასასმელია პროექტის საინვესტიციო მოცულობა. როგორც იცით, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 800 მილიონ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება. შესაბამისად, ამ მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაზე უდიდეს ეფექტს იქონიებს. ხაზგასასმელია, რომ ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დღეს ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, ბევრმა ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკა ახალ რელსებზე გადაიყვანა იმისთვის, რომ რაც შეიძლება გამარტივებულად მოიზიდონ ახალი ინვესტიციები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ დღეს მასშტაბური ინვესტორები სანთლით არის საძებარი. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ გარდა „ნამახვანისა“ სხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. ჩვენი ყველაზე დიდი საინვესტიციო რესურსი სწორედ ჰიდრორესურსების ათვისებას უკავშირდება. ვთვლი, რომ ამ კუთხით უფრო დინამიურები და მოქნილები უნდა ვიყოთ.

გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, „ნამახვანის“ ეკონომიკურ სარგებელში ასევე უმნიშვნელოვანესია ფისკალური და დასაქმების საკითხებიც. როგორც ვიცი, პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს დაახლოებით 1600 მოქალაქე დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგ „ნამახვანჰესის“ სახით გაჩნდება მსხვილი გადასახადის გადამხდელი, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტს ათეულობით მილიონით შეავსებს.

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

1614275899

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

1614274496

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას. 

1614273468

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 25 თებერვალს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1614272451
პოლიცია

ლაგოდეხში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

ლაგოდეხში, სოფელ გელათთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთ...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხა...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატი ბექა ბასიალა გენერალური პროკურატურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლება სახის შენარჩუნებას ცდილობს.