ინტერვიუ

ასკანელ მოსწავლეს სკოლის გაციფრულებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ასკანელ მოსწავლეს სკოლის
გაციფრულებისთვის
საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება
1607695309
დაკოპირებულია

თაზო ჯოჯუა 14 წლის მოსწავლეა, რომელიც გურიაში, სოფელ ასკანაში ცხოვრობს. როგორც თვითონ მოგვიყვა, განსაკუთრებით სამოქალაქო საკითხები აინტერესებს და აქტიურად ერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიებში. 

სკოლაში მეცადინეობის პარალელურად, დაინტერესებულია არაფორმალური განათლების მიღებით; მონაწილეობს ლიდერთა სკოლაში და გაეროს ასოციაციის #Pita პროგრამის წევრიცაა.

tazo-jojua_o_h.jpegპროექტი „ციფრული სივრცე სოფელ ასკანაში” მისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის რეალობად ქცევას უახლოეს მომავალში ადამიანთა მხარდაჭერით გეგმავს. ამაზე უფრო დეტალურად ჩვენს ინტერვიუში მოგვიყვა.

- საიდან გაჩნდა იდეა, რომ შენი სკოლა გაგეციფრულებინა?

სკოლაში ტექნიკური ინვენტარის პრობლემა მრავალი წელია გვაქვს. როდესაც სხვადასხვა შეხვედრის ან ღონისძიების მოწყობა მსურდა, იმის გამო არ გამომდიოდა, რომ არ გაგვაჩნდა შესაბამისი რესურსი, ტრენინგების ჩასატარებლად პროექტორიც კი არ გვქონდა.

21-ე საუკუნეში, როდესაც ციფრული ტექნოლოგია ასეა განვითარებული და სკოლას პერსონალური კომპიუტერი არ გააჩნია, წარმოუდგენელია. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ მდგომარეობა შემეცვალა.

- ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა ნაბიჯები გადადგი?

ყოველთვის ვცდილობდი სკოლაში ტექნოლოგიური ინვენტარის პრობლემის მოგვარებას. შევხვდი დღევანდელი პარლამენტის თავჯდომარე - ბატონ არჩილ თალაკვაძესაც. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შედეგის მიღება რთული აღმოჩნდა.

გადავწყვიტე, რომ ფონდების მოძიების საშუალების გამოჩენისთანავე მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი პლატფორმაზე - „ორბელიანი მეტი”, სადაც შესაძლებლობა მეძლევა ფინანსური რესურსი მოვიძიო და ჩემი იდეის განსახორციელებლად გამოვიყენო. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, შეიძლება სკოლაში ციფრული ინვენტარის პრობლემა კიდევ მრავალი წელი დარჩენილიყო, ახლა კი მოგვარებას საზოგადოების მხარდაჭერით ვცდილობ. ჯერ მხარდამჭერთა რიცხვი დიდი არ არის, მიზნის მისაღწევად უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო.

- მომავალში სხვა სკოლების გაციფრულებასაც ხომ არ გეგმავ?

ამ საკითხზე მიფიქრია, რადგან პრობლემა ჩემს გარშემო მრავალ სოფელსა და სკოლასაც აქვს, უბრალოდ ჯერ 14 წლის ვარ და ჩემი სკოლის გაციფრულებაც წარმოუდგენლად მეჩვენება. ვერ ვიტყვი, რომ ლადო აფხაზავას მსგავსად შევძლებ უფრო მეტი რესურსისა და ფონდის მოძიებას, მაგრამ როდესაც გავიზრდები და პროფესიულად განვვითარდები, აუცილებლად დავეხმარები ჩემი რეგიონის სკოლებსა და თანატოლებს.

იმისთვის, რომ თაზომ სოფელ ასკანაში ციფრული სივრცის შექმნა შეძლოს, დაუჭირეთ მხარი ბმულზე - https://bit.ly/3a0ASos

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის  თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1611822882

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

1611821794

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1611821278

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

1611821037
აფეთქება რუსეთში

რუსეთში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა - არი...

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1611816849
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.