ინტერვიუ

„ასორტი“ თქვენი გემრიელი და ჯადოსნური ახალი წლის გარანტია

ასორტის ტკბილეული Pia.ge
1608630856
დაკოპირებულია

eსაკონდიტრო „ასორტი“ მრავალწლიანი გამოცდილებით აგრძელებს მომხმარებლის გემრიელად და სასიამოვნოდ გაოცებას. კოვიდ 19-ის  პანდემია „ასორტის“ გუნდმა  გამოწვევად მიიღო, რომლის პირობებშიც ახალი კუთხით შეძლო განვითარება. 

რა სიახლეები აქვთ და როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის, ამის შესახებ დაწვრილებით „ასორტის“ დამფუძნებელი ნატა ცომაია საუბრობს.

asortis-damphudznebeli_o_h.jpeg

ნატა ცომაია: კოვიდ 19-ის პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ბევრი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი ამ მხრივ, პირველი ტალღის დროს ძალიან სტრესულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ახალი და უცხო იყო ეს გამოწვევა ჩვენთვის, თუმცა მაქსიმალურად მოკლე დროში გავაანალიზეთ არსებული სიტუაცია და დავიწყეთ შესაბამისი მოქმედება, ერთი დღე არ გავჩერებულვართ. ყველა თანამშრომლის ტრანსპორტირებას და მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველვყოფდით. გვქონდა ორმაგი პასუხისმგებლობა, როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების მიმართ.

ამ პერიოდში დიდი დატვირთვა წამოვიდა სოციალურ ქსელზე, გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია, მივმართეთ EBRD-ს, დაგვიფინანსეს საიტის პროექტი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რადგან ძალიან დროული და საჭირო იყო ეს პროექტი ჩვენთვის. ძალიან გაგვიმარტივებს მუშაობას და ვფიქრობ, დიდი წარმატება ექნება. ამ პროექტში ძალიან ბევრი ინოვაციური კომპონენტი გვაქვს ჩადებული, რაც დღეს ქართულ ბაზრისთვის უცხოა. რისი გამხელაც ჯერჯერობით არ გვინდა, თუმცა, ჩვენს მომხმარებელს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება.

- შეზღუდვებიდან გამომდინარე, უამრავ კომპანიას მოუხდა თანამშრომლების დიდი ნაწილის დროებით გათავისუფლება, თქვენთან რა ვითარებაა ამ მხრივ?

- როგორც ზემოთ გითხარით, ერთი დღეც არ გავჩერებულვართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია უხელფასო შვებულებაში. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გავაკეთეთ, ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობის ოჯახის წევრები სამსახურის გარეშე დარჩნენ და შესაბამისად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა. ბევრს ვმუშაობდით, რომ ყოველი ახალი დადგენილებისთვის მაქსიმალურად აგვეწყო ფეხი. ვირუსის მაღალი გავრცელების პირობებში, ფასიან ტესტირებებს ვუტარებდით თანამშრომლებს და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სიტუაციას. საბედნიეროდ, დღემდე ისე მოვედით, რომ ვირუსით გამოწვეული საფრთხე არ შეგვხებია. როგორც ობიექტებზე, ისე საწარმოში, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაინტერესებული ვართ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობითაც.

saakhaltslo-tkbileuli_o_h.jpeg

- სასიამოვნო სიახლე გაქვთ ასორტის მომხმარებლისთვის, როგორ გაჩნდა „ჯადოსნური ყუთის“ შექმნის იდეა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი დარჩა სახლში, მათ შორის ბავშვებიც, რომლებსაც ნაკლები გასართობი აქვთ ამ პირობებში, გადავწყვიტეთ გაგვეხალისებინა ისინი და შევქმენით სათამაშო, გასართობი გემრიელი ყუთები, რომლებმაც მოკლე დროში, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე, დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტი – ასორტის სკოლა, სადაც ბავშვებთან ერთად ვწერთ ვიდეორგოლებს და ყოველ პარასკევს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ვტვირთავთ, ინიციატივის ამ ნაწილშიც დიდი გამოხმაურება გვაქვს და საკმაოდ მაღალია ბავშვების ჩართულობა. „ასორტი“ დაარსების დღიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს საყვარელ მომხმარებელს.

- შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც გაქვთ აღებული იმ უამრავი ქალის წინაშე, რომლებმაც სწორედ „ასორტში“ დაიწყეს საკონდიტრო მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების განვითარება.

- როდესაც მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა თანამშრომლების აყვანის აუცილებლობა, მოგვყავდა ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ამ სფეროში პროფესიის დაუფლების სურვილი, ვასწავლიდით და ვასაქმებდით. დღეს უკვე 200-მდე ქალია ჩვენს გუნდში. ჩვენი თანამშრომლების 80 პროცენტს ქალბატონები წარმოადგენენ, მათმა 70-მა პროცენტმა ჩვენთან შეიძინა პროფესია და სწორედ „ასორტში“ განივითარა ამ სფეროში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ძალიან დიდი მომართვიანობა გვაქვს აფხაზეთიდან და საზღვრისპირა სოფლებიდან, უნდათ ჩამოსვლა, სწავლა და დასაქმება. ვაპირებთ პროფესიული განვითარების მიმართულების გაძლიერება სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული გავხადოთ.

- როგორც ვიცით, ქველმოქმედების კუთხითაც საკმაოდ აქტიურები ხართ.

მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში ვიყოთ ჩართული. მცირე ტიპის აქტივობები მუდმივად გვაქვს, მათ შორის აღდგომის პერიოდშიც. აპრილში დავიწყეთ და დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ, კვებით უზრუნველვყოფდით ინფექციურ საავადმყოფოს. პანდემიის პერიოდში, დღემდე, სადღესასწაულო ტორტები დამკვეთამდე უფასოდ მიგვაქვს.

saakhaltslo-tkbileuli_o_h.jpeg

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს „ასორტის“ წარმატებას ამხელა კონკურენციის პირობებში?

- ჩვენი წარმატების უდიდესი ნაწილი მოდის ჩვენს გუნდზე. პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე, როცა ვირუსი ძალიან ახალი და უცხო იყო ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით გამოჩნდა ჩვენი გუნდის სიძლიერე, არავისთვის დაგვიძალებია სამსახურში სიარული, მათგან მოდიოდა დიდი მუხტი, ყველას უნდოდა მოსულიყო და მაქსიმალურად დახარჯულიყო. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და 24 საათი ყველა ერთად ვფიქრობთ იმ რესურსის ფარგლებში, რაც კომპანიას გააჩნია, როგორ განვვითარდეთ კიდევ უფრო მეტად და რა სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ძალიან რთული სისტემა გვაქვს დანერგილი შეკვეთების აღების ნაწილში და ყველა დეტალი უნდა იყოს დახვეწილი. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი.

- როგორია „ასორტის“ საახალწლო სამზადისი?

- მიუხედავად წლევანდელი წლის სირთულისა, ამ ახალ წელსაც საკმაოდ ადრე დავიჭირეთ თადარიგი და ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, მათ შორისაა ჩვენი საყვარელი ჯადოსნური ყუთები. არც ერთი იდეა არ გაგვიჩერებია და ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ყველა განვახორციელეთ. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ახალ წელს მომხმარებელთა დიდი ნაკადი, დავამატეთ საახალწლო სუფრების სრული პაკეტი, ადგილზე მიტანით.

- ახალ გემოებზეც გვითხარით…

- ყოველთვის ვცდილობთ, არავის დავემსგავსოთ, შევქმნათ ისეთი გემოები, რომლებიც წარსულში ამოგზაურებს ადამიანებს. პროდუქტს ჩაშვებამდე, უამრავი ადამიანი აგემოვნებს და ჩვენთვის ყველაზე კარგი შეფასებაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს გემო ბავშვობას ახსენებთ. გვაქვს ახალი, უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი, ასევე, ტორტი შავი ქლიავით, ქიშმიშით და ნიგვზით, ძალიან საინტერესო ქართული გემოა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მომხმარებელი შეიყვარებს.

- ასორტის შარშანდელმა გოზინაყმა ყველა დამგემოვნებელს დაამახსოვრა თავი.

– ვფიქრობ, ჩვენი სახელგანთქმული გოზინაყი წელს კიდევ უფრო უკეთესია. ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური, მთიდან ჩამოტანილი თაფლითა და რა თქმა უნდა, ქართული, უმაღლესი ხარისხის ნიგვზით.

– რას უსურვებდით ასორტის სახელით ჩვენს მკითხველს?

- ვულოცავ ჩვენს მკითხველს ახალ წელს, ვისურვებდი, ყველაფერი ცუდი დარჩეს 2020-ში, მინდა, გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, გვქონდეს ჯანმრთელობა და ახალ-ახალი საინტერესო გამოწვევებით სავსე იყოს 2021 წელი ყველასთვის.

tkbileuli-saakhaltslod_o_h.jpeg

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

1611821794

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1611821278

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

1611821037

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

1611820807
დაავადებათა კონტროლის
ცენტრის დირექტორის
მოადგილე

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების...

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

1611816849
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

1611816643
723 ინფიცირება, 932 გამოჯანმრთელება - ეპ...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა.