ინტერვიუ

ენერგოდამოკიდებულების ზრდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ზრდის და დიდი ჰესების გარეშე პრობლემას ვერ გადავჭრით - პაატა ცინცაძე

ტექნიკის მეცნიერებათა
დოქტორი პაატა ცინცაძე Pia.ge
1612450356
დაკოპირებულია

ინტერვიუ საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილ წევრთან, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ პაატა ცინცაძესთან.

- ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირად ისმის ჰიდროენერეგეტიკის განვითარების საწინააღმდეგო მოსაზრებები, მისი მზისა და ქარის ენერგიით ჩანაცვლების იდეები. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

- ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება მდგრადი განვითარების საფუძველთა საფუძველია და საქართველოს მცდელობა, მხარი აუბას ამ მსოფლიო ტრენდს, ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ კარგად გვაქვს კი გააზრებული, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს და რამდენად შესაძლებელია დღეს ჩვენთვის მზისა და ქარის ენერგიის მასშტაბური ათვისება, რამდენი წინაპირობაა ამისათვის დასაკმაყოფილებელი და რას მოგვცემს ეს საბოლოოდ? ვფიქრობ, არა. უფრო მეტიც, მზისა და ქარის ენერგიებით გატაცებამ, ჰიდროენერგეტიკის მათით ჩანაცვლების მცდელობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიქმნას და გამოუსწორებელი ზიანიც კი მოგვაყენოს.

არავინ არის მზისა და ქარის ენერგიის ათვისების წინააღმდეგი, მაგრამ აუცილებელია იმ თავისებურებების გათვალისწინება, რომლებიც მათ მასშტაბურ ათვისებას ახლავს თან. კერძოდ, ყურადსაღებია, პირველ რიგში, მზისა და ქარის ენერგიებით მიღებული ელექტროენერგიის არასტაბილურობა, რაც ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში - ქარის ნაკადების სიჩქარისა და მიმართულების, ხოლო მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში მზის რადიაციის ღრუბლიანობაზე დამოკიდებულების ყოველსაათობრივი და წუთიერი ცვალებადობითაა გამოწვეული. ამის გამო მზისა და ქარის ენერგიებს ზოგჯერ პარაზიტულ ან ხულიგან ენერგიებსაც უწოდებენ.

- და რით შეიძლება, დაბალანსდეს ეს რყევები?

- ამ რყევების დასაბალანსებლად აუცილებელია, ენერგოსისტემაში იყოს საკმარისი სიმძლავრის რეზერვი და სიმძლავრის სწრაფი მანევრირების უნარის მქონე ელექტროსადურები, ასეთი კი, პირველ რიგში, წყალსაცავის მქონე ჰიდროელექტროსადგურებია.

- შესაძლებელია თუ არა იგივე მიზნებისთვის თბოელექტროსადგურების გამოყენება?

- დიახ, მაგრამ ამ ტიპის - სიმძლავრის სწრაფი მანევრირების უნარის მქონე თბოსადგურები პრაქტიკულად არ გვაქვს. გარდა ამისა, თბოსადგურები იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობენ, ანუ მზისა და ქარის ენერგიების რყევების დასაბალანსებლად იმპორტირებული საწვავი უნდა გამოვიყენოთ, რაც ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის.

- შესაძლებელია თუ არა ამ არასტაბილურობის მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობით გამოსწორება?

- ასეთ შემთხვევაშიც პრაქტიკულად, ამ ქვეყნების ნება-სურვილზე (უკეთეს შემთხვევაში - შესაძლებლობებზე) ვიქნებით დამოკიდებული. თანაც არავინ იცის, რა დაგვიჯდება ეს. ამ შემთხვევაშიც ვზრდით გარე დამოკიდებულებას და ვამცირებთ ენერგოუსაფრთხოებას.

- რომ შევაჯამოთ, ქარისა და მზის ენერგეტიკის განვითარება საჭიროა, მაგრამ უნივერსალურ გამოსავლად ვერ გამოდგება?

- ქარისა და მზის ენერგეტიკის განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რაც წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობას გულისხმობს. ამის დასტურად გერმანიისა და ნორვეგიის თანამშრომლობის მაგალითი გამოდგება. ეს ქვეყნები აშენებენ გერმანიისა და ნორვეგიის ენერგოსისტემების დამაკაშირებელ 1400 მვტ სიმძლავრის HVDC წყალქვეშა კაბელს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ნორვეგიის უდიდესი ჰიდროენერგოპოტენციალის გამოყენება ჩრდილოეთის ზღვაში ქარის ენერგეტიკის განვითარებისთვის. წყალქვეშა კაბელის მშენებლობა წელს უნდა დასრულდეს.

- ბოლო 30 წელია, ჩვენს ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა პარტიები და მოძრაობები, მწვანე პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩაბმულები. მათი მიზანი ბუნებრივი და სოციალური გარემოს ჰესებისგან დაცვა იყო და ამას მიაღწიეს კიდეც: ჰესების მშენებლობა გაჩერდა...

- ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შედეგად სადღეისოდ მივიღეთ ელექტროენერგიის იმპორტის უპრეცედენტო ზრდა, რაც მომხმარებლებს ყოველწლიურად დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი უჯდებათ. ეს თანხა რუსეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს ხმარდება, მაშინ, როცა შეგვეძლო, მაგალითად, ხუდონჰესი ან ნამახვანი ჰესი აგვეშენებინა და ეს თანხა მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საყიდლად მიგვემართა, რომელიც იმპორტის უდიდეს ნაწილს ჩაანაცვლებდა.

არ ვიცი, ვის მიერ და რა მიზნით იყო ორგანიზებული ჰესების საწინააღმდეგოდ წარმოებული ეს დაუსრულებელი კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელს უპირველესად, რუსეთს აძლევდა: ეს სრულ შესაბამისობაში იყო მის იმპერიულ მიზნებთან და ახალ „ეკონომიკურ დოქტრინასთან“, რომელიც ურჩი (და არა მარტო ურჩი) ქვეყნების ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას გულისხმობს. სწორედ კამპანიის «არა ჰესებს» შედეგია, რომ ბუნებრივ აირზე 100%-ით აზერბაიჯანსა და რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ელექტროენერგიის კუთხით ზამთარში ამ ქვეყნებზე დამოკიდებულება 70%-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა ასეთ სიტუაციაში ამგვარი კაბალური დამოკიდებულების შეცვლისთვის უნდა იბრძოდეს, მით უფრო - ჩვენ, როცა გაგვაჩნია საკუთარი ჰიდრორესურსები და მათი გონივრული გამოყენებით ამ დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირება შეგვიძლია. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე, მაგრამ ანგაჟირებული ნაწილი დღესაც, იმის მაგივრად, რომ დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ხელისუფლებას ჰესების მშენებლობის მოთხოვნით მიმართავდეს, პირიქით, მის შეჩერებას მოითხოვს და ამით, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს უწყობს ხელს მისი ეკონომიკური დოქტრინის განხორციელებაში.

- იქნებ უფრო დეტალურად განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს საქართველოს შემთხვევაში მეზობლებზე ენერგოდამოკიდებულება და რა რისკებს შეიცავს იგი?

- ჩვენს მეზობლებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა დიდი საფრთხის მატარებელია, - ალბათ იმაზე გაცილებით მეტის, ვიდრე ერთმა ცუდად აშენებულმა ჰესმა შეიძლება, შეგვიქმნას. ენერგიაზე დამოკიდებულების ზრდის პარალელურად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეც. შეიძლება ასეთი მკაცრი შეფასება არ გაგვეკეთებინა, ევროპის შუაგულში რომ ვყოფილიყავით და მეზობლებად არ გვყავდეს ისეთი ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვანი წილი არ ეკავოს ე.წ პოლიტიკურ მდგენელს. ამიტომაც საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გაშმაგებით ებრძვის ჰესების მშენებლობას, მეტად უნდა დაფიქრდეს, რათა ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ.

საქართველოში საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა ჰესებთან დაკავშირებით ხშირად ხელოვნურად თავსმოხვეული, გადაჭარბებული და უსაფუძვლო შიშების ტყვე ხდება. აუცილებელია მათი ნდობის მოპოვება. და ამ მიმართულებით თითქოს საქმიანობა მიმდინარეობს, მაგრამ რამდენად ეფექტიანად? საჭიროა კარგად დაგეგმილი, ფართომასშტაბიანი, პერმანენტული საინფორმაციო (და არა სააგიტაციო) კამპანიის წარმართვა, ასევე საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა ჰესის მშენებლობის ყველა ეტაპზე - დაწყებული მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებით, დამთავრებული პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპებით.

- მაგრამ ჰესების რამდენიმე წარუმატებელმა პროექტმა საზოგადოება სრულიად სამართლიანად დააშინა. ძნელია, არ დაეთანხმო ადამიანების შიშს, როცა ერთმანეთის მიყოლებით მოხდა ავარიები ახლადაშენებულ მცირე, საშუალო და დიდ ჰესებზე...

- გეთანხმებით. ამას დავუმატოთ კლიმატური ცვლილებებით მოტანილი ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის გამკაცრებული მოთხოვნები - და საბოლოო ჯამში, იმ ტრივიალური ჭეშმარიტების მტკიცება, რომ საკუთარი ენერგორესურსების გამოყენება პრიორიტეტული უნდა იყოს, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ასე რომ, ჰესების მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც საკუთარი საფუძვლიანი და სამართლიანი არგუმენტები აქვთ. შესაბამისად, არც ერთი მხარე აპირებს დათმობას, არც მეორე. მდგომარეობა რთულია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჰესების მშენებლობა რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა, ყველა ნაგებობისა და კონსტრუქციის საიმედოობისა და უსაფრთხოების კრიტერიუმების, ბუნებრივი გარემოს დაცვის საერთაშორისო მოთხოვნებისა და სოციალური თანასწორობის პირობების უმკაცრესი დაცვით.

- კი ბატონო, მაგრამ ვართ კი ჩვენ ამის გამკეთებლები?

- პასუხი მარტივია - რა თქმა უნდა, ვართ და აი, რატომ: აშკარაა, რომ ჰესების პროექტირებისა და ექსპერტიზის, ისევე, როგორც თავად მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მოქმედი სისტემა არ მუშაობს. ამიტომაც არის ამდენი შეცდომა პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპებზე, შედეგად კი - ავარიები. გავრცელებული მოსაზრება, რომ «ყველაფერი ინვესტორის საქმეა და თუ რამე შეეშალა, თავად დაზარალდება, სახელმწიფო კი არაფერ შუაშია», რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია: საქმე ხომ ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, ჰიდრორესურსების ათვისებას ეხება, რასაც სახელმწიფო სათანადო ყურადღებას უნდა უთმობდეს. ამისათვის კი საჭიროა, ჰესების პროექტირებისა და ექსპერტიზის, ასევე მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის არსებული სისტემა სასწრაფოდ შეიცვალოს. იგივე ითქმის ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვაზე. ქვეყანაში გვაქვს შესაბამისი სტრუქტურები და საჭიროა მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. ამ პრობლემების მოგვარება ხელისუფლების პრეროგატივაა და სამართლიანობა მოითხოვს, ამის გაკეთება მასვე მოვთხოვოთ.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

1614247492

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233
ვაქცინაცია ლიბანში

კორონავირუსისგან დეპუტატების რიგგარეშე აცრის...

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრ...

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მ...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.