ინტერვიუ

„გაბი ჰაუსი“ - ელიტარული საცხოვრებელი ბინა თქვენი კომფორტისთვის

„გაბი ჰაუსი“ - ახალი კორპუსი საირმის გორაზე.
16:34 სამ. 8 სექტემბერი
დაკოპირებულია

თბილისის პრესტიჟულ უბანში - საირმის გორაზე ორიგინალური დიზაინის შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი „გაბი ჰაუსი“ აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას, ელიტარული ტიპის საცხოვრებელ ბინების მშენებლობა ბიზნესმენ თამაზ გაბისონიას უკავშირდება, რომელსაც წარმატების რთული და საინტერესო გზა აქვს.

თამაზ გაბისონია: დავიბადე გურიაში, ქალაქ ოზურგეთში,სკოლა კი ხობში დავამთავრე.
სწავლა სოხუმში გავაგრძელე. ჩემი დიდი გატაცება იყო ცეკვა და მართლაც სულ მალე გავხდი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სილისტი. ჩემი ახალგაზრდობის ულამაზესი წლები სოხუმთან მაკავშირებს. იქედან მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა,მერე ისევ სოხუმს და ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდი.

tamaz-gabisonia_o_h.jpeg

- ხელოვნებიდან მშენებლობაში როგორ მოხვდით?

- ბიზნესით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ოთხმოცდაათიან წლებში დავიწყე ბიზნეს-საქმინობა სოხუმში. აფხაზეთის ომის შემდეგ ისევ მოსკოვში დავრუნდი. ჩემს ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ რომ სამშენებლო სფერო წარმოადგენდა.

- როგორ დაიწყო მოსკოვში თქვენი ბიზნეს კარიერა?

- მოსკოვში სან-ჰიგიენური ქაღალდის საწარმოო დანადგარების წარმოება შევქმენი და დავაპატენტე. მინდა გითხრათ, რომ ინოვატორი ვიყავი ამ სფეროშო, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემი კომპანია ერთადერთი იყო ამ სახის დანადგარების წარმოებაში. პარალელურად ჩემი ძალები მოვსინჯე სამშენებლო ბიზნესშიც და ამ სფეროშიც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე.

- ჩვენი ყურადღება მიიქცია საირმის ქუჩაზე ახლადაშენებულმა ძალიან ორგინალურმა და საინტერესო კორპუსმა „გაბი ჰაუსმა“, რომელსაც განსხვავებული დიზაინის გარდა, ხარისხიც გამოარჩევს.

- ვფიქრობ, თუ აშენებ ელიტურ სახლს, პროექტიც და ადგილმდებარეობაც შესაბამასობაში უნდა იყოს. ნამდვილად ასეა ამ შემთვევაშიც: სახლი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში - სარმის გორაზე. ეს არის ადგილი, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო სიმყუდროვით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. სახლთან ახლოს მდებარეობს ყველაზე დიდი და გამწვანებული პარკი საბურთალოზე. კორპუსის პროექტი და დიზაინი ნამდვილად გამორჩეულია, ირგვლივ ფეშენებელური კერძო სახლებია, სადაც განთავსებულია რამდენიმე ქვეყნის საელჩო.

მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ სახლში ვაპირებთ ცხოვრებას და ავაშენე კიდეც ისე, როგოც საკუთარი სახლი - მაქსიმალური ხარისხის, დზაინის და კომფორტის გათვალისწინებით.

კორპუსი შვიდსართულიანია და ორი სადარბაზოსგან შედგება. სულ გათვალისწინებულია 30 საცხოვრებელი ბინა. ერთი სადარბაზო, რომელიც 50 კვ.მ.-სგან შედგება, სულ 3 მობინადრეზეა გათვალისწინებული. ჭერის სიმაღლე 3,30 მ-ია. კორპუსი აშენებულია „იტონგი“-ს თბოეფექტური ბლოკებით. ფასადისა თუ შიდა ფართების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის და ევროსტანდარტის სამშენებლო მასალა. სახლს აქვს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ლიფტით. შენობა უზრუნველყოფილია 24 საათიანი დაცვით.

- რა ინფრასტრუქტურაა დაგეგმილი იმისათვის, რომ უფრო მეტად საინეტერესო გახდეს მაცხოვრებლებისთვის „გაბი ჰაუსი“?

- იქნება ფიტნეს და სპა ცენტრი, აუზი, კაფე. მინდა, გავაკეთო ხელოვნური თოვლი, ასევე ორნაირი საუნა, სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის. შევეცადე მაქსიმალურად ამეთვისებინა ტერიტორია, რათა რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო კორპუსი მაცხოვრებლებისთვის.

- როგორი ფასებია „გაბი ჰაუსში“ და ბინების რა ნაწილი ელოდება საკუთარ პატრონს?

- ფასი მხარის და სართულიანობის მიხედვით 1300-1500 დოლარია, მაქსიმალურად ვუწევ ანგარიშს ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას და სამომავლოდაც ამ ფასს შევინარჩუნებთ. „გაბი ჰაუსში“ ბინების 50 პროცენტი გაყიდულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პირველი მობინადრე სამშენებლო კომპანია „ორბი“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა. მათ შორის, ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე.

tamaz-gabisonias-ojakhi_o_h.jpeg

- რატომ დაუბრუნდით ფესვებს?

- სამშობლოში დაბრუნებას ყოველთვის ვგეგმავდი. 17 წელი ჩემი ოჯახით ვიცხოვრე მოსკოვში, იქ აღვზარდეთ მე და ჩემმა მეუღლემ ოთხი შვილი ქართული ტრადიციებითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დარჩენის არანაირი სურვილი აღარ გვქონდა და მალევე დავუბრუნდით სამშობლოს.

- არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ - ნატალია ბოლქვაძე, ქალი ხშირად განაპირობებს მამაკაცის სიძლიერეს. როგორც ჩანს, თქვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა, მოგვიყევით ოჯახზე.

- ბედნიერი ვარ, რომ მყავს საყვარელი მეუღლე და ოთხი შვილი. ნატო ყოველთვის გვერდით მედგა. დიდ სტიმულს და ძალას მაძლევდა. ის ძალიან კარგი ადამინი, საუკეთესო დედა და მეუღლეა. არაჩვეულებრივი შვილები მაჩუქა და აღმიზარდა. ეს არსი ჩემი სიმდიდრე და სიამაყე. მადლობა უფალს ამისთვის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი გეგმები საქართველოს უკავშირდება. ხშირად მიოცნებია, სოხუმში დაბრუნების საშუალება რომ მომეცეს, შემოვიკრებდი ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, კომპლექსურად მივუდგებოდი საქმეს და ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი ჩემი სოხუმისთვის და მთლიანად აფხაზეთისთვის.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
55 წუთის წინ
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...