ინტერვიუ

პაატა ზაქარეიშვილი: ბაიდენის გამარჯვება მირჩევნია, იმიტომ რომ რუსეთთან უფრო მკაცრი იქნება

კონფლიქტოლოგი
1604412103
დაკოპირებულია

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს.

ექსპერტი დემოკრატებისა და ბაიდენის გამარჯვების მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი იქნება ვიდრე დონალდ ტრამპი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერის, პუტინის მიმართ ლოიალურია.

ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა იმპულსურია. მისივე პროგნოზით, ბაიდენს მეტად „დაწყობილი“ პოლიტიკა ექნება.

„ცხადია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს. გულახდილად, რომ გითხრათ, ყოველთვის დემოკრატების გამარჯვების მომხრე ვარ. სიტუაცია ისე ჩანს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს.

თუმცა, ბაიდენის გამარჯვება მირჩევნია, იმიტომ რომ რუსეთთან უფრო მკაცრი იქნება. უფრო დაწყობილი პოლიტიკა ექნება, ტრამპს უფრო იმპულსური პოლიტიკა აქვს. ტრამპი პუტინთან უფრო ლოიალურია. ტრამპი უფრო რეალური პოლიტიკის მომხრეა, ღირებულებები ნაკლებად აინტერესებს. მისთვის ამერიკაა მთავარი და მიაჩნია, რომ რაც ამერიკისაა, ამერიკის უნდა იყოს და რაც რუსეთისაა, რუსეთის. ანუ „ნუ ჩაერევით ჩემს ვენესუელაში, ნუ ჩაერევით ჩემს კუბაში, მე არ ჩავერევი შენს კავკასიაში“, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს.

მონროს დოქტრინის ვარიანტია, რომელიც ამერიკელებში დიდი ხანია მოდის და რუზველტმა დაანგრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუზველტმა დაიწყო ღირებულებითი პოლიტიკის გავრცელება მსოფლიოში. ახლა დონალდ ტრამპმა გააჩერა პირველად 45 წლის შემდეგ. ამ ფონზე ამერიკელებს მოსწონთ ტრამპის ასეთი შემართება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კონგრესსა და სენატს ერთი პოლიტიკა ექნებათ.

„ეს იქნება მკაცრი, პრინციპული საქართველოს მიმართ, მაგრამ სამართლიანი. ჩვენგან მოითხოვენ ცალსახად დემოკრატიას და დაგვიცავენ რუსეთისგან. ტრამპი ახლა არ გვიცავს, ახლა გვიცავს კონგრესი და სენატი. ტრამპს საქართველო იმდენად არ ადარდებს, რომ ამის გამო კონგრესს დაუპირისპირდეს.

თუ დემოკრატები მოვლენ, მაშინ ღირებულებითი პოზიცია იქნება, ანუ მას კავკასია გეოპოლიტიკურად კი არ დააინტერესებს, საქართველო დააინტერესებს ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, და ასე შემდეგ. დემოკრატები საქართველოში ეძებენ ღირებულებებს და ტრამპი ეძებს გეოპოლიტიკას“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. შტატებში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა.

🔴ამომრჩეველს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

🔴აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

🔴არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, არჩეული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში საარჩევნო უბნები გაიხსნა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

👉ბაიდენი: ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პირადად უნდა ჩაერთოს


გამოცდების რეგისტრაცია

პირველი მარტიდან ეროვნული გამოცდებისთვის...

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

1614522250

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

1614522052

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს. 

1614519312

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

1614517620
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
თბილისი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადე...

დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. 

„მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და...

„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეუძლებელია შეთანხმების გაფორმება, არამედ ის, რომ მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ, შეთანხმების ჩაშლას“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.