მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტოლოგი ასლან ბჟანიას განცხადებაზე: გაუგებარია მაშინ „პატრიოტების“ ვიზიტის წინააღმდეგ რატომ იყო

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში, პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტრო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

ექსპერტისთვის გაუგებარია თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზად არის, მაშინ პარტიის წევრების ვიზიტის წინააღმდეგ რატომ გამოდის ე.წ. პრეზიდენტი.

ძაბირაძე ამბობს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება პარტიის საწინააღმდეგოდ არ გაკეთებულა.

ძაბირაძე ამბობს, რომ წესით ასლან ბჟანია „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი ძალების ჩასვლას უნდა მიესალმოს.

პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

„არ ვიცი ამ შეხვედრაზე რა დადასტურდა და რა არა, მაგრამ თუ თანახმაა „პატრიოტთა ალიანსი“, ცოტა გაუგებარია მაშინ ბჟანია რატომ იყო წინააღმდეგი მათი იქ ჩასვლის. არგუმენტი არ მესმის. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი წინადადებები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ თავისთავად ლოგიკა არ ჩანს, რადგან ასეთ ძალებს ბჟანია უნდა მიესალმოს.

შესაძლოა ასეთი ვერსია იყოს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტმა აფხაზეთში ძალიან მძაფრი საპროტესტო რეაქცია გამოიწვია საქართველოს დანარჩენ მთელ ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს განცხადება ამასაც უკავშირდებოდეს. თუმცა მეორე მხრივ „პატრიოტთა ალიანსის“ საწინააღმდეგო განცხადებაცაა. საზოგადოება ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზად არასოდეს იქნება“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ექსპერტმა პარტიის წევრების ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ აფხაზური ხელისუფლება მოსკოვთან ერთად არ არის ინფორმირებული, ოკუპირებულ რეგიონში საკუთარი ნებასურვილით გადასვლა შეუძლებელია.

„მითუმეტეს პოლიტიკაში თუ ხარ ჩართული და გარკვეულწილად პოზიციონირებ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ესეც ცხადზე უცხადესია. ამ შემთხვევაში კერძო კავშირები ფაქტიურად არ მუშაობს, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალ დონეზე გადის. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ჩავიდეს აფხაზეთში ამისთვის აფხაზურ მთავრობასთან ერთად მოსკოვიც უნდა იყოს ინფორმირებული“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიის წევრების ვიზიტი ოკუპირებულ რეგიონში „არ იყო ჩვეულებრივი გასეირნება თუნდათ რელიგიური თვალსაზრისით“.

„საქმის კურსში იქნებოდა სოხუმი, მოსკოვიც და ყველა ვისაც ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობა ეხება“, - დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, კუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ე.წ. პარლამენტის სხდომა გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ესწრებოდა. ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მზად არის თანამშრომლობისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.