ინტერვიუ

პროცესები მართვადია და ორჯერ გაზრდილ ნაკადსაც გაუმკლავდება ქვეყანა - აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

ქობულეთის მაჟორიტარობის
კანდიდატი, 2020 წ.
1606295596
დაკოპირებულია

აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი სახელისუფლებო პარტიიდან ზაალ მიქელაძე პანდემიის პირველივე ეტაპზე იყო ჩართული პროცესებში და მინისტრის რანგში მართავდა კიდეც მას.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანა მზად იყო მეორე ტალღისთვის. ამასთან, არის რესურსი, რომ დღეს არსებული შემთხვევების გაორმაგების შემთხვევაშიც წარმატებით გაართვან თავი პანდემიას.

ყოფილი მინისტრი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას და სიტუაციის გაუარესებას ოპოზიციის უპასუხისმგებლობას უკავშირებს.

ზაალ მიქელაძე:

– როგორც მსოფლიო, ასევე, საქართველო და ბუნებრივია, აჭარაც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენი გმირი სამედიცინო პერსონალი და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, გონიერ ადამიანებთან ერთად ებრძვის ვირუსს, მაგრამ ოპოზიცია კოვიდის მხარესაა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გახლდით პანდემიის პირველ ეტაპზე და უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ მაქსიმალურად იყო მხარდაჭერილი და გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია, ყველა პოლიტიკური ჯგუფისა თუ მოქალაქის მიერ და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი ევროპასა და უახლოეს სამეზობლოში საუკეთესო შედეგებით გადავლახეთ. ეს იმიტომ, რომ მაშინ ყველა ვებრძოდით ვირუსს. თუმცა, მოხდა ისე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ქუჩაში გადაიტანა პროცესები თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით და რეგიონიდან რეგიონში გადაჰყავდათ ადამიანები.

ბათუმში რამდენიმე აქციაზე ადამიანების რაოდენობას თუ კარგად ჩაშლიან, ნახავენ, რომ მონაწილეთა უმეტესი ნაწილი არ გახლდათ ბათუმელი და ქალაქში, სადაც ვირუსი პიკში იყო, ჩამოჰყავდათ გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოდანაც კი.

მაშინვე ვამბობდით, რომ ტალღის შეჩერება ვერ მოხერხდებოდა და ბათუმიდან გავრცელდებოდა სხვა რეგიონებშიც და ასეც მოხდა. ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ცდილობს, დაამძიმოს ისედაც რთულად სამართავი ეპიდსიტუაცია და ქვეყანაში შექმნას კრიზისი, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეებზე, მათ შორის – მათ მხარდამჭერებზეც.

არ ვადანაშაულებ ამაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ასეთ სიტუაციაში, დიდ აქციაზე ვერ მოხდება ვერც პირბადის გამოყენება და ვერც დისტანციის კონტროლი. მთელი პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ.

სავარაუდოდ, ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ შეკრებებს და სწორედ ამაზე იყო გათვლილი მათი ქმედება. ერთია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, კამპანია და არჩევნების დღეც გარკვეულწილად საფრთხის შემცველი იყო და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაგვევლო ეს პერიოდი და როცა ამ ყველაფერს უარყოფს გარკვეული ჯგუფი, ეს უკვე კატასტროფაა. იმედი მაქვს, რომ მათ შორის აღმოჩნდებიან გონიერი ადამიანები, თუნდაც ჩემი კოლეგები, დარგის სპეციალისტები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათი ქმედება და რეკომენდაციას მისცემენ, რომ შეწყვიტონ ეს ყველაფერი. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ოპოზიციონერს ამ დარგის სპეციალისტად მოაქვს თავი, ისეთ რეკომენდაციებსა და რჩევებს იძლევიან.

პანდემიის პირველ ეტაპზე ისინი ამბობდნენ, რომ ეს ვირუსი არაფერია და იოლად გადააქვთ ადამიანებსო. ვისაც არ გადაუტანია, არ იცის და ვინც გადაიტანა, ალბათ უკვე დაავიწყდა, რა რთული და მტკივნეულია ეს ყველაფერი.

არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ მიზანმიმართულად გაწირა ადამიანები, თავისი მიზნებისთვის. მათი წარმომადგენლები ხშირად კითხულობენ – გვყოფნის თუ არა საწოლფონდი? გვაქვს თუ არა სათანადო რესურსი, რომ კოვიდს მოვერიოთ?

არადა, მათ ძალიან კარგად იციან, რისი საშუალება აქვს ქვეყანას, საწოლფონდებისა თუ სამედიცინო პერსონალის მხრივ.

ფაქტია, რომ თუ დღეს მყავს 1000 რეანიმატოლოგი, როგორც უნდა მოვინდომო, ხვალ ვერ გახდება 1 200, რადგან ეს არ არის ის სპეციალობა, რომ ვიღაცა დასვა კომპიუტერთან და შეასწავლო 1 თვეში. ამას სჭირდება წლების გამოცდილება.

სხვა თემაა პაციენტის სასტუმროში მართვა, სახლში მართვა, რაც ძალიან კარგად მოახერხეს სასტუმროებმა და მომსახურე პერსონალმა.

ვინც უნდა თქვას, რომ მეორე ტალღის შესახვედრად არაფერი ჩატარებულა, მე გეტყვით, რომ თავად ვიყავი ამ ყველაფრის სათავეებთან და ყველაფერი კეთდებოდა, რომ მეორე ეტაპს მზად დავხვედროდით. სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული მაშინ პროცესებში და საკმაოდ ადეკვატურად აფასებდნენ სიტუაციას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ განსაკუთრებულად აჟიტირებულ პერსონებზე, გონიერ წარმომადგენლებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც ხედავდნენ, რა კეთდებოდა რეალურად და დადებით შეფასებას აძლევდნენ.

ყველამ ვიცით, რომ დღეს არსებული სამედიცინო რესურსი რაღაც გარკვეული რაოდენობის პაციენტებს გაწვდება და მეტს ვერა. რაც გვაქვს, ეს რესურსი სწორად უნდა გამოვიყენოთ. დღეს რა რეალობაც გვაქვს, ის იმართება და არც ისე ცუდად და გარედან რომ არ უშლიდნენ ხელს ეპიდსიტუაციის მართვას, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა.

რა თქმა უნდა, ხარვეზები არის და ეს ჩვენ კი არა, ევროპის უძლიერეს ქვეყნებსაც კი აქვთ, რომელთაც უზარმაზარი ფინანსური თუ სამედიცინო რესურსი უმაგრებთ ზურგს. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, რთული იქნება პრობლემასთან შეჭიდება. არა და შესაძლოა, მართლაც დიდი მატება გვქონდეს სწორედ ოპოზიციის უმართავი აქციების გამო და ვინც ერკვევა საკითხში, იცის, რომ შეკრებიდან მეორე დღეს არ იჩენს თავს მასიური გავრცელება და ამას რაღაც დრო სჭირდება.

ამ ეტაპზე პროცესები არის მართვადი და ჩემი აზრით, ორჯერ გაზრდილ ნაკადსაც გაუმკლავდება ქვეყანა, მეტს ალბათ – ვერ. აქ ლაპარაკი არ არის საწოლებსა და ადგილებზე, აქ ლაპარაკია ექიმების რესურსზე.

– პენსიონერი ექიმების მობილიზება რომ მოხდეს?

– საქმე ის გახლავთ, რომ საპენსიო ასაკის ექიმების უმეტესობა ისედაც მუშაობდა და ვინაიდან ამ ასაკის ადამიანები რისკის ჯგუფში არიან, უშუალოდ პაციენტებთან ვერ დავასაქმებთ, თუმცა, კონსულტანტებად სხვა, უფრო მსუბუქ პოზიციებზე მუშაობენ.

გარწმუნებთ, აჭარა და ქვეყანაც მომზადებული შეხვდა მეორე ტალღას. აჭარაში რამდენიმე თვეში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნა მოხერხდა და დღეს ეს კლინიკა გახლავთ ცენტრი, ასეთი მძიმე სიტუაციის მართვისთვის.

აქვე მინდა მწუხარება გამოვთქვა ჩემი გარდაცვლილი კოლეგების გამო. დღესაც სამწუხარო ამბავი გავიგე: სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ჩემი კოლეგა და ჯგუფელი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ ველზე ვიყავით, უნდა ვაღიარო, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ ქვეყანას ჰქონოდა ეს კლინიკა და ბევრი იბრძოლა ამისთვის.

ნუ გამოვცდით ბედს, ვიყოთ ფრთხილად. ყველაფერი კარგად იქნება.

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ, უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და  ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

1611824734

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. 

1611824235

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის  თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1611822882

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

1611821794
არ გადაკვეთო 4

სოფელ შილდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ა...

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გახარია: გამზადებულია მთავრობის დ...

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

1611817489
321 თბილისი, 121 იმერეთი - ეპიდვითარება...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. 

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.