ინტერვიუ

რა კავშირშია ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ადვოკატ პაატა სალაის სატელეფონო საუბრებთან?

დავით ზეიკიძის ინტერვიუ „ლიდერფუდის“ საქმეზე.
13:31 02.06
დაკოპირებულია

ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge-მ ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

–  ბატონო დავით, დავა ვისთან გაქვთ, იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ რა ხდება თქვენს კომპანიაში?

– მე დავა მაქვს სასამართლოსთან და ადვოკატ პაატა სალიასთან, რადგან არსებითი განხილვის გარეშე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს საწინააღმდეგოდ. მე მყავს სამი შვილი, სამივე შვილი ჩემთვის ერთნაირად საყვარელია, როგორ წარმოგიდგენიათ,თქვენც მიცნობთ და მთელი საქართველო, მე ის კაცი ვარ, საკუთარ შვილებს ომი გამოვუცხადო?! ჩემი ქალიშვილის ქმარი, სიძე ირაკლი დუმბაძე, რომელსაც არცერთი კაპიკი არ ჩაუდია კომპანიაში, არც ჰქონდა ამის საშუალება, თავად დავნიშნე დირექტორად, კაცი გავხადე და უპოვარი მილიონერად ვაქციე. მას ფორმალურად დავაფუძნებინე კომპანია. დღეს სოლიდური და წარმატებული კომპანიაა „ლიდერფუდი”.

სიძის მხრიდან ვამჩნევდი რომ ხდებოდა კომპანიიდან დიდძალი თანხის არამიზნობრივად განკარგვა. აუდიტური შემოწმების შედეგად მილიონობით თანხა იყო გამქრალი. ამიტომ, საკუთარი წილები კვლავ მე გადმოვიფორმე, ჩემს შვილიშვილებს მინდოდა თანაბარი წილები ჰქონოდათ. ახლაც ასე ვფიქრობ და ჩემს შვილიშვილებს ნამდვილად არ დავტოვებ კაპიტალის გარეშე. სიძე მიხვდა, რომ ჩემს ყურამდე მოვიდოდა მის მიერ დაკარგული მილიონების თემა. შეეშინდა.

კომპანიის ბუღალტერს ამ ფაქტების გამო მისჯილი აქვს 9 წელი და 6 თვე, სხვა პირების მიმართ კი მიმდინარეობს სისხლის სამარათლის გამოძიება. დუმბაძე მიხვდა, რომ მე კომპანიის 20 პროცენტს ვაჩუქებდი ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს და თავად მას გავაგდებდი სამსახურიდან. ამიტომ გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა.

პირველი ინსტანცია თაღლითური გზით მოიგო. 10 დღის ვადაში უნდა მომსვლოდა სასამართლოს გადაწყვეტილიბა რათა გამესაჩივრებინა. მე არ მიმიღია ეს საბუთი, რასაც ადასტურებს ჩემი კომპანიიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. ადასტურებს ამას კურიერიც და სამი მოწმეც.

ახლა საქმე უზენაესშია და ვითხოვთ საქმის არსებით განხილვას. თუ ჩემს სიძეს რამე აქვს კომპანაში ჩადებული და ეკუთვნის, კი ბატონო, გადაწყვიტოს სასამართლომ.

- ბატონო დავით რა სატელეფონო საუბრების გასაჯაროებით ემუქრებით თქვენი სიძის ადვოკატს?

როგორ გეკადრებათ, არავითარი პირადი საუბრები არ არის. მე თავდაპირველად მყავდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. მან შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ამის დამადასტურებლი იმეილ მიმოწერაც მაქვს და სარჩელიც ყავლაშვილის სახელით შევიდა. მეორე დღეს ჩემი და ჩემი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანდასწრებით გიორგი ყავლაშვილმა დაურეკა სალიას. მე გვერდით ვეჯექი და მესმოდა როგორ მაგინებდა სალია, ეუბნებოდა ყავლაშვილს ჩამოშორებოდა ამ საქმეს. ყავლაშვილი მართლაც ჩამეხსნა და რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო თქვა, რომ ვერ იქნებოდა ჩემი ადვოკატი. სწორედ ამ ფაქტს ვგულისხმობდი იმ სატელეფონო საუბრებზე, რასაც დღეს ჩემი სიძე პრესკონფერენციაზე ახსენებდა.

ახლა ცდილობენ საქმის ვითარება შავ პიარ კამპანიაზე გათვალონ, როგორი ცუდი მამა ვარ, თითქოს რაღაც გაურკვეველი მუქარებით დავიბრუნე ჩემი კუთვნილი წილები. ისევ უნდათ ზემოქმედება მოახდინონ საზოგადოებაზე და უზენაეს სასამართლოზე.

მე ახლაც იმ აზრზე ვარ, კომპანიის 20 პროცენტი ვაჩუქო ჩემს ქალიშვილს და შვილიშვილებს. ამის მერე მიჩივლოს ჩემმა სიძემ და იდაოს 30 პროცენტზე სასამართლოში. დაამტკიცოს, რომ ეკუთვნის.

აქ არ არის დავა იმაზე. როგორი კაცი ვარ, ცუდი თუ კარგი, მე სასამართლოს ვედავები, რომ ჩემს დაუსწრებლად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ერთპიროვნულად არ უნდა გადასცეს ჩემი დიდძალი ქონება სხვა პირს. კომპანია ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრებააა, კომპანიის წილების სადაო თემები კი საქმის არსებითი განხილვით უნდა გადაწყდეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სა...
23:47 29.10
„არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულებულა. გულწ...
23:42 29.10
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპ...
22:56 29.10
ესპანეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა....
22:38 29.10
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - Pia.ge

ნოდარ ტურძელაძე: გპირდებით, თავს არ დავზოგავ...

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კ...
მარიკა სამანიშვილი: ზაზა ლომინაძეს და იო...
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კან...
ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლ...
ისნის რაიონში, კერძოდ, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა...
20:40 29.10
გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევ...
სამშობლოს, ზოგადად, ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ...