ინტერვიუ

რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრდა ქალებში? – ინტერვიუ რეპროდუქტოლოგთან

ექიმი, რეპროდუქტოლოგი
რამაზ ჩარექიშვილი - Pia.ge
1606485638
დაკოპირებულია

რეპროდუქტოლოგიის და მედიცინის წარმატებული დოქტორის, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტ რამაზ ჩარექიშვილის სახელი დღეს ყველამ იცის – მან საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგიის ეპოქა მთელი შექმნა!

რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილების ოჯახებში ახალი სიცოცხლის სიხარულით გამოწვეული დიდი ბედნიერების შეტანა.

„ღმერთის ჩემებურად მწამს, ის შენში უნდა იყოს… ყოველი ოპერაციის წინ, პირჯვარს ვიწერ და დამთავრების შემდეგ, ღმერთს მადლობას ვუხდი. ექიმი შუამავალია ღმერთისა და პაციენტის შორის, ღმერთს რასაც უნდა იმას აკეთებს ექიმის ხელებით“, – ამბობს რამაზ ჩერქეზიშვილი.

– 1991 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიას არავინ აღიარებდა, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავნერგეთ ენდოსკოპია, ბევრი შრომა და მტკიცება დაგვჭირდა ამ მეთოდის დასანერგად. ბუნებრივია, ჩვენ მაშინ, დროს გავუსწარით. ძალიან ბევრი პატივსაცემი ექიმი სკეპტიკურად უყურებდა ლაპარასკოპიას და არ მიაჩნდათ სერიოზულ ქირურგიად. 2004 წლამდე სულ ბრძოლაში ვიყავით. მთელი ეს პერიოდი გვიწევდა იმის ახსნა და მტკიცება, თუ რას ნიშნავს ლაპარასკოპია, რატომ არის ის საუკეთესო გამოსავალი, მით უმეტეს, რეპროდუქტოლოგიაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემს მომავალ კოლეგებს, რომელთაც გავუკვალეთ გზა, ვურჩევდი ბევრი იშრომონ, მეტი სულისკვეთება ჩადონ საქმეში და, რა თქმა უნდა, საკუთარი პროფესია შეიყვარონ, რაც წარმატებისთვის უმთავრესია! უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს წარმოადგენ, უნდა იყო მაქსიმალურად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, არ უნდა დანებდე სირთულეებს და არასდროს კმაყოფილდებოდე მიღწეულით, ადამიანის რესურსი ამოუწურავია, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, მით უმეტეს, მედიცინა არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ვიდრე არსებობს კაცობრიობა, ამ სფეროში, რესურსის ამოწურვა რთულია.

ექიმებს გვიწევს ახალ–ახალ გამოწვევებთან შებრძოლება, რაც მარტივი ნამდვილად არ არის და თუ საკუთარ განათლებაზე და განვითარებაზე არ მუშაობ, სჯობს, ამ პროფესიას ჩამოცილდე, ექიმი ღმერთი არ არის, თუმცა ექიმს აბარია ყველაზე ძვირფასი რამ – ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ნებისმიერი სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება, მით უმეტეს ექიმისთვის, ადამიანი უნდა გიყვარდეს, არ უნდა დაგეზაროს პაციენტთან საუბარი, სწორად უნდა აუხსნა რა დიაგნოზი აქვს და რა იქნება მისთვის უკეთესი. ნებისმიერი ექიმისთვის პაციენტის ინტერესი უნდა იყოს უმთავრესი და აბსოლუტურად დაცული. აუცილებელია, ექიმსა და პაციენტს შორის დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია, თითოეულ პაციენტს გულისყურით უნდა მოუსმინო, ვერ იქნები წარმატებული, თუ არა გექნება პაციენტის სიყვარული და პატივისცემა.

– მსოფლიო დონის სპეციალისტებთან მუშაობდით, თქვენი ერთ-ერთი მასწავლებელი აწ გარდაცვლილი ედუარდ ვეინბერგი იყო, რა როლი ითამაშა მან თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და ედუარდ ვეინბერგის რჩევები, დღესაც თუ არის აქტუალური?

– ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, რომლებმაც პირველ რიგში მასწავლეს კეთილსინდისერება და როგორც გითხარით, ჩვენს სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგებს შორის მინდა გამოვყო უიშვიათესი პროფესიონალი, ბატონი ედუარდ ვეინბერგი. ახალბედა ექიმებს შეგვაყვარა მედიცინა და რაც მთავარია, შეგვაყვარა პაციენტი. რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია მისი რჩევები, ეს არის – შრომისმოყვარეობა და პაციენტის მიმართ კეთილსინდისიერება.

– ხშირად გამოუვალი მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოსულხართ, ფიქრობთ რომ ღმერთის ხელი ურევია წარმატებულ ოპერაციაში?

– ღმერთის ჩემებურად მწამს, ის შენში უნდა იყოს… ყოველი ოპერაციის წინ, პირჯვარს ვიწერ და დამთავრების შემდეგ, ღმერთს მადლობას ვუხდი. ექიმი შუამავალია ღმერთისა და პაციენტის შორის, ღმერთს რასაც უნდა იმას აკეთებს ექიმის ხელებით. რეპროდუქტოლოგი ვარ და ვიცი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა მდგომარეობს არა სიცოცხლის გადარჩენაში, არამედ, რეპროდუქციაში, რომ მან კიდევ ერთი სიცოცხლე მოავლინოს ამ ქვეყანას, ასე რომ მე და ღმერთს ბევრი წელია „ალიანსი“ გვაქვს ამ საქმეში. ჩემი აზრით, იცით რას ნიშნავს ქირურგიული ოპერაციის წარმატება? მთავარი ის კი არ არის, რომ ოპერაცია ლამაზად და კარგად გააკეთო, არამედ ქირურგიული წარმატება ნიშნავს იმას, რომ შენი ჩარევის შემდეგ, პაციენტი იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და სახლში მადლიერი წავიდეს.

– კოლეგები და პაციენტები გახასიათებენ, როგორც მშვიდს და გაწონასწორებულს, რას ფიქრობთ, რის ფასად გიჯდებათ ეს ყველაფერი?

– დღეს რთულია დარჩე სტაბილური ნევრული სისტემით, რასაკვირველია, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მეშლება ნერვები, მაგრამ ნებისმიერმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეული პაციენტი პრობლემით მოდის შენთან და რაზეც არ უნდა გესაუბრებოდეს, არ უნდა შეაწყვეტინო, ბოლომდე უნდა მოუსმინო და შემდეგ ამოკრიბო ის, რაც გვჭირდება დაავადებასთან საბრძოლველად, როგორც კი პაციენტი იგრძნობს, რომ ექიმს ეჩქარება და გულისყურით არ უსმენს, ექიმისადმი ეკარგება რწმენა და ეს რწმენადაკარგული, იმედგაცრუებული ადამიანი შეიძლება აღმოაჩნდეს მაგალითად, პედაგოგი და მერე რა განწყობით ან, რას ასწავლის ის მომავალ თაობას?! გამომდინარე აქედან, მე არ მაქვს უფლება, ვიყო გაუწონასწორებელი ან აღელვებული, ძალიან რთულია ოქროს შუალედის დაცვა და წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება.

– გუნდური თამაშის მომხრე ხართ… რას ნიშნავს თქვენთვის გუნდი?

– როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქირურგი, ვერაფერს გახდება ძლიერი გუნდის გარეშე. მე თვითონ ბუნებით ვარ პერფექციონისტი, ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო ძალიან კარგად, მე ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელიც უკვე 15 წლის არის, აქ ყველას თავისი როლი აქვს და ვერ ვიტყვი ვინ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. თავიდანვე მიხვდნენ ჩემს ბუნებას და ჩამოყალიბდა ის საუკეთესო შემადგენლობა, რაც არის დღეს. საქმე აწყობილია, როგორც იტყვიან „საათივით“, ყველამ იცის თავის საქმე არა კარგად, არამედ ძალიან კარგად და მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ არა ისინი ამდენი სიცოცხლე და მადლიერი პაციენტი არ გვეყოლებოდა.

– რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის ჯანდაცვის რეგულაციები და რა ინიციატივები გაქვთ, როგორც კვალიფიციურ ექიმს?

– რატომღაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებები გააკერძოვა, რაც ჩემი აზრით, დაუშვებულია. პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, თუ სად ურჩევნია სამედიცინო მომსახურების მიღება, – სახელმწიფო თუ კერძო კლინიკაში. დაუშვებელია, რომ კერძო კლინიკებში, სახელმწიფოსთან შედარებით, მეტად კვალიფიციური მედპერსონალი მუშაობდეს. ჩემი აზრით, ყველა ექიმი, როგორი რეგულაციებიც არ უნდა ჰქონდეს მას, პირველ რიგში უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო დაწესებულებას და შემდეგ თუ დარჩება დრო და სურვილი, პარალელურ რეჟიმში მუშაობდეს კერძო კლინიკაში.

– თქვენ ყველა ოპერაციის ვიდეომასალას ინახავთ ეს ალბათ, თავდაცვის საშუალებაა…

– კანონი არ გვავალდებულებს ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ მაინც ყველა ოპერაციის ვიდეომასალას გვაქვს, რომელსაც პაციენტს ხელზე ვაძლევთ. ეს ნამდვილად არ არის თავდაცვის მექანიზმი. ჯერ ერთი, როდესაც ჩვენს მიერ ნაოპერაციები პაციენტი თავისი ვიდეო მასალით მოვა, გაცილებით უფრო ადვილია ადეკვატური მიმართულების მიცემა და მეორე, მედიცინა და კერძოდ, ქირურგია, არ არის ე.წ. „ცეხი“, ბევრი უნიკალური ოპერაცია კეთდება და არ მინდა ეს გამოცდილება და შედეგები მარტო ჩემი და პაციენტის საკუთრება იყოს, მომავალ თაობას უნდა გადავცეთ ჩვენი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ბევრი საინტერესო შემთხვევა კონფერენციებზე გაგვაქვს, იწერება სტატიები, დგება სტატისტიკა და იდება შედეგები. გეტყვი ერთსაც, დღის განმავლობაში სამ ოპერაციაზე მეტს არ ვნიშნავ. როგორი კარგი სპეციალისტიც არ უნდა იყო, ვერავინ დამარწმუნებს – რომ ქირურგი, როგორი ხარისხითაც გააკეთებს პირველ ოპერაციას, ისეთივე ხარისხით გააკეთებს მეხუთეს, ეს გამორიცხულია, ადამიანი ხარ და იღლები.

– ყველაზე ხშირად, პაციენტები თქვენთან რა დაავადებებით მოდიან?

– ძალიან გახშირდა ენდომეტრიოზი. ლაპარასკოპიის დანერგვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს არის სერიოზული დაავადება, რომელიც დღემდე არაა შესწავლილი. მისი მკურნალობის მიდგომა და ტაქტიკაც არ არის ერთიანი და ხშირად მიდის დისკუსიები კონფერენციებზე, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას და მაინც, „ოქროს რეცეპტი“ არ არსებობს. ენდომეტრიოზი იწვევს შეხორცებებს, უშვილობას და ზოგ შემთხვევაში გინეკოლოგია გადადის ზოგად ქირურგიაში. ასევე, გახშირდა და გაახალგაზრდავდა კვანძოვანი მიომები. თუ ადრე 20-22 წლის ქალბატონები თხოვდებოდნენ, რეპროდუქციული პერიოდი ეს არის 20-27 წელი, ხდება ჰორმონალური ცვლილება, რაც ითხოვს დაფეხმძიმებას, როდესაც ეს არ ხდება, ორგანიზმი იღებს გარკვეულ სტრესს, საკვერცხეები იწყებს მუშაობას არა იმ ფიზიოლოგიურ რიტმში, რაც საჭიროა და ამიტომაა, რომ 30 წლის გოგონები მოდიან კვანძებით.

– რამდენად ხშირია ანომალიები?

– ანომალიები ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ ვეჭვობ, რომ უახლოეს წლებში მისი რაოდენობა გაიზრდება, რადგან მოგეხსენებათ, რომ დედამიწაზე ეკოლოგია საკმაოდ დაბინძურებულია, უხარისხო საკვები და ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება, შეიცავენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გამომდინარე აქედან – რეპროდუქციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ რეპროდუქტოლოგიაში მეტად აქტუალურია უშვილო წყვილებში დონაცია-სუროგაციის გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვიტრო განაყოფიერების კაბინეტებმა მეტად სკრუპულოზურად აწარმოონ დონაცია-სუროგაციის სისტემატიზაცია, რათა დონაციის შედეგად არ მოხდეს სისხლის აღრევა და გენეტიკური მუტაციის შედეგად ანომალიების გახშირება.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.