ინტერვიუ

„როცა ვიტყვი, რომ საქმიდან გავიწიე და პასუხისმგებლობას ვიხსნი, დაიწყება მათი ვაი უბედურება“- მირიან ნიკოლაძის ინტერვიუ

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
13:26 კვი. 6 სექტემბერი
დაკოპირებულია

გუშინ, 5 სექტემბერს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ციხის ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ისინი საქმესთან დაკავშირებულ პირებსა და მუქარებზე საუბრობენ.

ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან გააკეთა კომენტარი.

- ბატონო მირიან, რა კომენტარს გააკეთებთ გავრცელებულ ციხის კადრებთან დაკავშირებით?

- საზოგადოებამ დაინახა, რომ მკვლელები სწორი კვალიფიკაციით სხედან ციხეში და უშუალოდ მათ ჩაიდინეს მკვლელობა. თქვენ ნახეთ, როგორ ამბობს არასრულწლოვანი, რომ თავი დაენებებინათ გიორგისთვის და აშკარად ხაზს უსვამს, რომ მათ სცემეს გიორგი და მათვე მოკლეს.

- რას იტყვით ბრალდებულ რევაზიშვილის საუბართან დაკავშირებით?

-თქვენ ნახეთ, რევაზიშვილი როგორ გამოხატავდა შიშებს, რომ არ ამოსულიყო მათი დნმ ჩანთაზე და იმავდროულად ნახეთ ის აგრესია, რაც ჰქონდა მას და პირდაპირ გეგმავდა როგორ განეხორციელებინა მოწმის ოჯახზე ზეწოლა. ადამიანი, რომ ქალსა და ბავშვზე იფიქრებს აუგს, ის ახალგაზრდა ბიჭს, რომელზეც გაბრაზებულია არ მოკლავს მას? კარგია, რომ ისეთი თვითილუსტრაცია მოახდინეს ადამიანი უკეთესს, რომ ვერ ინატრებდა.

მკვლელების აგრესია ოჯახის მიმართ, ცალკე საკითხი იქნება, როგორც საზოგადოების ასევე სამართალდამცავების წინაშეც დავაყენებ ამას. როგორ უნდა დაზარალებული ოჯახის მიმართ ძალადობის დაგეგმარება და მუქარები, ვანახებ მაგათ.

- ეს ნიკა რევაზიშვილის განცხადებას ეხება?

- რა თქმა უნდა, ის მოწმის ოჯახზე საუბრობს. მცირეწლოვან ბავშვზე და მეუღლეზე. თქვენ მოისმინეთ, თანამესაკნე ეუბნებოდა, რომ ეს არასწორია ქალზე და ბავშვზე ასეთი მიდგომა. ისიც კი ვერ იყოლიებს ამაზე და ისე იმართლებს თავს, რომ ჩიტიძე ციხეში ზის და მე არავის გავუსწორო ანგარიშიო? ვინმე მერე ამაზე მეტყვის, რომ ბავშვს, რომლის მიმართაც აგრესია ჰქონდა ის არ გაიმეტებდა ბოლომდე? ამის მთქმელი არის ამ ქვეყანაში ვინმე?

- როგორც თქვენთვის ცნობილია, მუქარის შემცველი განცხადებები ბრალდებული ზ.ხ.-სა და მისი მამისგან თქვენს მიმართაც იყო გაკეთებული, ამასთან დაკავშირებით ხომ არ გეგმავთ, რაიმე უსაფრთხოების ზომას მიმართოთ?

- არანაირი უსაფრთხოება. საერთოდ არ მაინტერესებს უსაფრთხოება, რადგან ვანო მერაბიშვილის ნააგენტარი არ ვარ გზადაგზა ვიღაცები დამსდევდნენ მოსაკლავად ჩემი ბინძური საქმეების გამო. ეგ ჭირდებათ ვანო მერაბიშვილის აგენტებს.

ძალიან რთულია, როდესაც უყურებ 16-17 წლის მოზარდი როგორ ამაყობს თავის თანატოლებთან, რომ თურმე მამამისი გარეთ სისხლის გუბეებს დააყენებს. თვითონ რომ ეს ეამაყება და მკვლელის პოტენციის მატარებელია და ხაზს უსვამს, რომ სწორედ ისაა ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილე ეს უკვე ცხადია.

- თქვენ რის გაკეთებას აპირებთ ფაქტთან დაკავშირებით?

- მე ვამშვიდებ ხალხს ამ საქმის დღიდან დაწყებული, ვინც არასერიოზულ კომენტარს გააკეთებს და დაიმუქრება იმდენი ხალხს მანქანებში ვუხტები და ვამშვიდებ, გაანებეთ თავი ხმა არ გასცეთ, არაფერი არ უთხრათ მეთქი. ისე გამოიყვანა საზოგადოება მდგომარეობიდან, რომ რომელ ჩემს მეგობრებზე და ნათესავებზეა საუბარი, რომელთაც მართლა ძლივს ვაკავებ. ქუჩაში მაჩერებს ხალხი და თავის მობილურის ნომერს მაძლევენ, რომ უბრალოდ გვითხარი, რომ ფიზიკურად გავუსწორდეთ ვინმესო.

ერთ დღეს, როცა ვიტყვი, რომ საქმიდან გავიწიე, დამთავრდა საქმე და მე პასუხისმგებლობას მოვიხსნი, იმ დღიდან დაიწყება მათი ვაი უბედურება და ამას ნუ გამაკეთებინებენ, ილოცონ არ ვთქვა, რომ საქმიდან გავიწიე. ეს ხალხი რომელიც დღეს მიჯერებს და არ მიდის მეტ გართულებაზე, მერე არ ვიცი, რა იქნება, რას გააკეთებენ."

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
45 წუთის წინ
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
გამოცემის თანახმად, ვიქტორიის შტატში ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა მკაცრი კარანტინის მეშვეობით შ...
20:59 პარ. 27 ნოემბერი
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

საშობაო მარხვის დაწყებამდე პატრიარქი მრევლს მ...

„ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში, 25 დე...
20:32 პარ. 27 ნოემბერი
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...
17:26 პარ. 27 ნოემბერი
რომის პაპი აბორტის გაკეთებას მკვლელის და...
მან არგენტინაში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ქალებს, რომლებიც აბორტის ლეგალიზების...
17:17 პარ. 27 ნოემბერი
ნავალნი ევროკავშირს რუსი ოლიგარქების წინ...
მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მიმართ უკვე დაწესებული სა...