ინტერვიუ

„საყოველთაო ამნისტია, ერთი შანსი პატიმრებს“ - რას აცხადებს უფლებადამცველი

პატიმრების ამნისტია
13:07 პარ. 4 სექტემბერი
დაკოპირებულია

პარლამენტს კონკრეტულ სასჯელებზე ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით მიმართეს. საკანონმდებლო წინადადება მოძრაობა „შემახე ამნისტია“-მ დაარეგისტრირდა. დოკუმენტში სასჯელების ფართო ჩამონათვალია, რომელიც ეხება ძალადობას, არასრულწლოვანთან სესქსუალური კავშირის დამყარება, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას და ა.შ.

PIA.GE ინიციატორს, უფლებადამცველს ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.

ინიციატივის მიზანი:

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, საქართველოში დაახლოებით 10 000 პატიმარია, რაც პატარა სახელმწიფოსთვის საგანგაშო მაჩვენებელია. სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოეულ ინდივიდზე იზრუნოს. პატიმრებს კი ერთი შანსი უნდა მიეცეთ.

„რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ამნისტია არ ყოფილა. ბევრი პატიმარია, მათ შორის პრობაციონერი. ჩვენნაირ სახელმწიფოს 2 000 პატიმარი უნდა ჰყავდეს, ჩვენ კი, 5-ჯერ მეტი გვყავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამნისტიის დროა.

ხელისუფლება პატიმრების ხარჯზე მოვიდა და პატივი უნდა სცეს ამ კატეგორიას. მოქმედი ხელისუფლებიდან ბევრი იყო პატიმარი და ისინი უფრო მეტად გრძნობენ, როგორია პატიმრის ბედი.

ჩვენ ვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხება, თითქმის ყველას“,- აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

საყოველთაო ამნისტია ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ხომ არ გააჩენს?

ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო ამნისტია ქვეყანაში კრიმინალს არ გაზრდის.

„ვფიქრობ, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით უნდა მოხდეს საკანონმდებლო წინადადების გაზიარება. ინიციატივა საყოველთაოა, გადაწყვეტილებების მიმღებები არიან დეპუტატები“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია, რომ ამნისტია ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებულებსაც უნდა შეეხოთ. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მათ ერთი შანსი უნდა მისცეს.

„ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებულებს სახელმწიფომ ერთი შანსი უნდა მისცეს, რომ გამოსწორდნენ. თუმცა, ეს ადამიანები დანაშაულს თუ განმეორებით ჩაიდენენ, არსებობს შესაბამისი ორგანოები - შსს, პროკურატურა, რომლებიც ვალდებულები არიან ნებისმიერ დანაშაულზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ეს არის უტრირება - თუ ადამიანებს ციხიდან გამოვუშვებთ, კრიმინალი გაიზრდება. კრიმინალის ზრდას სხვადასხვა საკითხები უწყობს ხელს, მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და არა ის, რომ ადამიანს ვთქვათ ერთ შანს მისცემ“,- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ახალშობილის მკვლელობაზე დაპატიმრებული დედის ამნისტია - ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველის მოსაზრებაა:

„მორალურად საშინელი რამ არის. გასაგებია მკაცრად გამოიყურება აღნიშნული მუხლები. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ საკანონმდებლო წინადადებაა წარდგენილი, ამნისტია თითქმის ყველა მუხლს ეხება, დანარჩენი დეპუტატებმა განსაზღვრონ. პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართება, მათაც შეუძლიათ გვითხრან, იცით ეს არაეთიკურია, რაღაც ნორმებს სცდება და ა.შ.“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება სასჯელების ფართო ჩამონათვალს მოიცავს. ინიციატორის სურვილია, რომ ამნისტია ყველას შეეხოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მიიღებენ, ვის შეეხოს ამნისტია და ვის არა.

  • განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
  • დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა;
  • სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება;
  • ძალადობა;
  • ოჯახში ძალადობა;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა;
  • ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება;
  • ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში;
  • გარყვნილი ქმედება;
  • ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა;
  • რასობრივი დისკრიმინაცია;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
  • ტრეფიკიგნი;
  • წამება;
  • უდანაშაულო ადამიანის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;
  • ქორწინების იძულება;
  • ადევნება;
  • სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა;
  • რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა;
  • კენჭისყრის შენობაში, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან მუქარა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, არჩევნების გაყალბება;
  • ბავშვის შეცვლა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში
ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
52 წუთის წინ
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
ავსტრალიის შტატი ვიქტორია

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში 28 დღეა კორონავირუ...

გამოცემის თანახმად, ვიქტორიის შტატში ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა მკაცრი კარანტინის მეშვეობით შ...
20:59 პარ. 27 ნოემბერი
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...
17:26 პარ. 27 ნოემბერი
რომის პაპი აბორტის გაკეთებას მკვლელის და...
მან არგენტინაში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ქალებს, რომლებიც აბორტის ლეგალიზების...