ინტერვიუ

სალუქვაძე: თავდამსხმელისთვის თანხის გადაცემა ცუდი პრეცედენტია, თუმცა სასწორზე მოქალაქეების სიცოცხლე იდო

ანალიტიკოსი
სამხედრო-პოლიტიკურ და
უსაფრთხოების საკითხებში
1603356679
დაკოპირებულია

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში 21 ოქტომბერში ბანკში განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და მოვლენებს აფასებს.

ამირან სალუქვაძის განცხადებით, არ აპირებს იმ ფაქტის უარყოფას, რომ თავდამსხმელისთვის თანხის გადაცემა ცუდი პრეცედენტია. თუმცა ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მსგავსი ფაქტები არაერთია.

ამირან სალუქვაძის თქმით, მსგავს სიტუაციაში ორი ფაქტია და სასწორზე დევს როგორც მოქალაქეების სიცოცხლე, ასევე საუბარია სახელმწიფოს რეპუტაციასა და იმიჯზე.

გარდა ამისა, ანალიტიკოსი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. სალუქვაძე ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანების სიცოცხლეზე საუბარია უხერხული და ამორალურია მსგავსი განცხადებების გაკეთება.

„საერთოდ უნდა იცოდნენ, რომ ფილმებს რეალურ ნაწარმოებებზე იღებენ. ყველა დარგს ჰყავს პლუს კიდევ თავისი ვიწრო სპეციალისტი. არ შეიძლება მაგალითად, სპეცსამსახურში ერთი მხრივ კარგი გამომძიებელი იყო, ან კარგი ოპერი და მეორე მხრივ იყო ტერორისტთან კარგი მომლაპარაკებელი. ამ მომლაპარაკებლებს ცალკე ამზადებენ და ცალკე სერიოზული სპეციალობაა.

არ ვაპირებ იმ ფაქტის უარყოფას, რომ ცუდი პრეცედენტია თანხის გადაცემა. მსოფლიოში ასეთი ბევრი მაგალითია, ფაქტებს თუ კარგად შეისწავლიან“, - აღნიშნა სალუქვაძემ

ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ როცა მძევლების გათავისუფლებას ან სხვადასხვა ტერორისტული აქტების მოწყობის საშიშროებას ეხება საქმე, გაცილებით მეტი თანხა გადაუხდით, ვიდრე გუშინ, 21 ოქტომბერს თავდამსხმელმა მოითხოვა.

„დღეს ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მსოფლიოში უამრავი მსგავსი შემთხვევაა. ხშირად მალავენ თანხის გადახდის შესახებ ინფორმაციას, ეს როცა შესაძლებელია, მაგრამ არის სიტუაცია როცა არ არის შესაძლებელი. პირადად მე ოფიციალური ინფორმაცია არ წამიკითხავს, რა თანხა იქნა გადახდილი და გადახდილი იქნა თუ არა.ვიმეორებ რომ ეს ერთის მხრივ ცუდი პრეცენდენტია, მაგრამ საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.

სასწორზე დევს ერთი მხრივ სახელმწიფოს რეპუტაციული მომენტები, რომ „მსგავს ტერორისტებთან არ შევდივარ მოლაპარაკებაში“. თუ გული შეგვტკივა მაშინ უნდა გავითავისოთ რომ იქ ჩვენი ოჯახის წევრია, ჩვენი მოქალაქე. ეს არის სასწორის მეორე მხარეს. შინაარსით ეს ჰგავს ტერორისტულ აქტს და ტერორიზმს, მაგრამ გარკვეული ნიუანსებიდან გამომდინარე შეიძლება არ მიეცეს ტერორიზმის სამართლებრივი შეფასება, მაგრამ არანაკლები მუხლებით არის საქმე აღძრული.

შეგვეძლო არ წავსულიყავით მოლაპარაკებებზე, დავუშვათ 1 ადამიანის სიცოცხლის ფასად ან მეტის სიცოცხლის ფასად დამჯდარიყო ეს საპოლიციო ოპერაცია მძევალთა გათავისუფლების. ესეც ხო ხდება და ხომ მომხდარა? არ ვამართლებ თანხის გადახდას, ეს მთელ მსოფლიოში ცუდ პრეცედენტად ითვლება, მაგრამ უამრავი შემთხვევაა თანხის გადახდის იმის გამო ზუსტად, რომ მძევლები დაიხსნან.

გუშინ როდესაც მძევლები წამების პირობებში იმყოფებოდნენ, პოლიტიკური შეფასებები მიუღებელი და ამორალური იყო. დღეს, ხვალ და მერეც ილაპარაკონ კრიმინალზე. დღეს ამორალურია თანხაზე საუბარი როცა მძევლები გათავისუფლებულია. ვინმე რომ დაღუპულიყო თქვენ ნახავდით რა შეფასებები მოჰყვებოდა“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდამსხმელი პროფესიონალი და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელია.

„ფორმასაც თუ დააკვირდებით, ძველი ფორმაა. არ ვიცი მეორადი ფორმა სპეციალურად ჩაიცვა თუ რა ქნა, მას სამხედრო ფორმა ეცვა, საკმაოდ კარგად მორგებული მის ტანზე, მაგრამ ფაქტია რომ ეს მაღაზიაში ახალშეძენილი არ იყო. ეს იყო გახუნებული, ნახმარი ფორმა. ბევრმა მიაქცია დროშას ყურადღება, რომელიც მიმაგრებულია ფორმაზე. სპეციალურად არ მგონია, რომ დროშა მიემაგრებინა. თუ ეს გარედან არის დაგეგმილი, ეს ნიუანსები ასე გაითვალისწინეს, მაშინ ცდილობენ არასწორი კვალი მიეცეს გამოძიებას. აღნაგობით ჩანს და ეტყობა მას სამხედრო მომზადება ან სპეციალური მომზადება. მერწმუნეთ ეს იქნება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი საგამოძიებო პროცესი“, - დასძინა სალუქვაძემ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

1619001752
პროექტი მარნეულში

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდა...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ,...

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.