დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება შეაფასა.
როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა და ახლა მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველამ სცადოს მოლაპარაკების დასრულება გარკვეული შედეგით.
- რა უნდა იყოს ქვეყნისთვის მოლაპარაკების კარგი შედეგით დასრულება?
- თუ შეთანხმება მოხერხდა, ეს ქვეყნისთვის კარგი შედეგი იქნება, თუნდაც, იყოს შუალედური ვარიანტი. კონკრეტულად ფაქტი, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რამეზე შეთანხმდა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იქნება.
ყველას რადიკალური პოზიცია აქვს, იმედია, მეორე ტურამდე იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, ეს ბოლო იმედია.
- რა უნდა იყოს რეალურად ის შუალედური შეთანხმება, რაც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს?
- ახლა ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან არ ჩანს ასეთი შესაძლებლობა. თუ ელჩები მოახერხებენ პროცესის ისე წარმართვას, რომ რაიმე ახალი გამოჩნდეს, ვნახავთ ამას.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტში არ შევლენ, ვადამდელ არჩევნებს მიაღწევენ და შემდგომ გაიმარჯვებენ, რეალურად კი ეს ძალიან დიდი რისკია.
- როგორია თქვენი პოლიტიკური პროგნოზი?
- არცერთ მხარესთან არანაირი ინტერესი არ გამაჩნია. ჩემი ინტერესი არის ის, რომ პროცესები განვითარდეს დამატებითი კრიზისების თავის არიდებით და მოხდეს შეთანხმება, რომ პროცესმა სამართლებრივ და კანონიერ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს, იქ გაგრძელდეს ეს ყველაფერი.
ოპოზიციის მოსაზრება ჩემთვის გასაგებია. არის დარღვევები, რაზეც ცესკოს და სასამართლოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იყო, ამიტომ, მათ აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები.
- როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, რას ურჩევდით ოპოზიციას?
- ეს ყველაფერი პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ორივე მხარეს ვურჩევდი, მაქსიმალურად სცადონ შეთანხმების მიღწევა. თუ შეთანხმება არ მოხერხდა პროცესები დამძიმდება, ვნახავთ გაამართლებს თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა Pia.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნები ტარდება იმიტომ, რომ საპარლამენტო ორგანოში წარმოადგინოს ყველამ თავისი ამომრჩეველი.
„ზოგადად არჩევნებს იმიტომ ვატარებთ და სასურველ კანდიდატს ხმას იმიტომ ვაძლევთ, რომ საპარლამენტო ორგანოში წარმოადგინოს ყველამ თავისი ამომრჩეველი. ახლა კი, პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, რადგან ეს ვერ ხერხდება.
ამ ყველაფრის ყველაზე ცუდი დასასრული და მძიმე სცენარი იქნებოდა ის, თუ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება დიდი ხნის განმავლობაში და ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნა. ეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დემოკრატიული მიმართულების კუთხით დამანგრეველი რამ არის. ამიტომ მთავარი ამის აცილებაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.
„დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. თუ ხელისუფლება რამეს არ დათმობს, ვერც ოპოზიცია შევა პარლამენტში და ვიქნებით ამ პოლიტიკურ ჩიხში. მთავარია, რის დასათმობად არის მზად ხელისუფლება“, - დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა ვისარიონმა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი-ქროსში და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას მოთხოვნა არ უნდა შეეტანა პარლამენტში. შემდეგ პარლამენტს არ უნდა გაეკეთებინა ეს. არც ოთხმოცდარვა კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა. სინოდშია ხოლმე რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი და პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს“, - ასე ეხმაურება ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს.