ინტერვიუ

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დიდ რისკზე მიდის

ჩუგოშვილი თამარი
14:17 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა და ახლა მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველამ სცადოს მოლაპარაკების დასრულება გარკვეული შედეგით.

- რა უნდა იყოს ქვეყნისთვის მოლაპარაკების კარგი შედეგით დასრულება?

- თუ შეთანხმება მოხერხდა, ეს ქვეყნისთვის კარგი შედეგი იქნება, თუნდაც, იყოს შუალედური ვარიანტი. კონკრეტულად ფაქტი, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რამეზე შეთანხმდა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იქნება.

ყველას რადიკალური პოზიცია აქვს, იმედია, მეორე ტურამდე იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, ეს ბოლო იმედია.

- რა უნდა იყოს რეალურად ის შუალედური შეთანხმება, რაც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს?

- ახლა ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან არ ჩანს ასეთი შესაძლებლობა. თუ ელჩები მოახერხებენ პროცესის ისე წარმართვას, რომ რაიმე ახალი გამოჩნდეს, ვნახავთ ამას.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტში არ შევლენ, ვადამდელ არჩევნებს მიაღწევენ და შემდგომ გაიმარჯვებენ, რეალურად კი ეს ძალიან დიდი რისკია.

- როგორია თქვენი პოლიტიკური პროგნოზი?

- არცერთ მხარესთან არანაირი ინტერესი არ გამაჩნია. ჩემი ინტერესი არის ის, რომ პროცესები განვითარდეს დამატებითი კრიზისების თავის არიდებით და მოხდეს შეთანხმება, რომ პროცესმა სამართლებრივ და კანონიერ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს, იქ გაგრძელდეს ეს ყველაფერი.

ოპოზიციის მოსაზრება ჩემთვის გასაგებია. არის დარღვევები, რაზეც ცესკოს და სასამართლოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იყო, ამიტომ, მათ აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები.

- როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, რას ურჩევდით ოპოზიციას?

- ეს ყველაფერი პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ორივე მხარეს ვურჩევდი, მაქსიმალურად სცადონ შეთანხმების მიღწევა. თუ შეთანხმება არ მოხერხდა პროცესები დამძიმდება, ვნახავთ გაამართლებს თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა Pia.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნები ტარდება იმიტომ, რომ საპარლამენტო ორგანოში წარმოადგინოს ყველამ თავისი ამომრჩეველი.

„ზოგადად არჩევნებს იმიტომ ვატარებთ და სასურველ კანდიდატს ხმას იმიტომ ვაძლევთ, რომ საპარლამენტო ორგანოში წარმოადგინოს ყველამ თავისი ამომრჩეველი. ახლა კი, პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, რადგან ეს ვერ ხერხდება.

ამ ყველაფრის ყველაზე ცუდი დასასრული და მძიმე სცენარი იქნებოდა ის, თუ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება დიდი ხნის განმავლობაში და ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნა. ეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დემოკრატიული მიმართულების კუთხით დამანგრეველი რამ არის. ამიტომ მთავარი ამის აცილებაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.

„დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. თუ ხელისუფლება რამეს არ დათმობს, ვერც ოპოზიცია შევა პარლამენტში და ვიქნებით ამ პოლიტიკურ ჩიხში. მთავარია, რის დასათმობად არის მზად ხელისუფლება“, - დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

🔺 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

🔺 ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26 ნოემბერი 2020 წ.

მარადონას გლოვობენ, შოშიები სინაგოგას თავზე -...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg]მგლოვიარეები პრეზიდენტის სასახლის წინ მარადონას ცხედრის ნახვას...
21:09 ხუთ. 26 ნოემბერი
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...
17:42 ხუთ. 26 ნოემბერი
თურნავა: შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქა...
მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წე...