ინტერვიუ

ვერ იქნები წარმატებული, თუ პაციენტის სიყვარული და პატივისცემა არ გექნება - რამაზ ჩარექიშვილი

ექიმი რამაზ ჩარექიშვილი
1606316464
დაკოპირებულია

რამაზ ჩარექიშვილი - რეპროდუქტოლოგიისა და მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი, რომელმაც ადეკვატურად უპასუხა ყველა გამოწვევას, თანამედროვე მედიცინას ფეხი აუწყო და საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგიის ეპოქა შექმნა! მის სახელს უკავშირდება არაერთი უშვილო წყვილის გაბედნიერება. სწორედ, ამიტომ უწოდებენ მას ქართული მედიცინის მონაპოვარს!

რამაზ ჩარექიშვილი აქტუალურ კითხვებზე პასუხობს.

– ბატონო რამაზ, თქვენ როგორც გინეკოლოგიური ენდოსკოპიის ფუძემდებელი, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, რას ფიქრობთ, რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი წარმატების მისაღწევად მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯს ისეთ რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში, როგორიც არის მედიცინა?

– 1991 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიას არავინ აღიარებდა, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავნერგეთ ენდოსკოპია, ბევრი შრომა და მტკიცება დაგვჭირდა ამ მეთოდის დასანერგად. ბუნებრივია, ჩვენ მაშინ დროს გავუსწარით. ძალიან ბევრი პატივსაცემი ექიმი სკეპტიკურად უყურებდა ლაპარასკოპიას და არ მიაჩნდათ სერიოზულ ქირურგიად. 2004 წლამდე სულ ბრძოლაში ვიყავით. მთელი ეს პერიოდი გვიწევდა იმის ახსნა და მტკიცება, თუ რას ნიშნავს ლაპარასკოპია, რატომ არის ის საუკეთესო გამოსავალი, მით უმეტეს, რეპროდუქტოლოგიაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემს მომავალ კოლეგებს, რომელთაც გავუკვალეთ გზა, ვურჩევდი ბევრი იშრომონ, მეტი სულისკვეთება ჩადონ საქმეში და, რა თქმა უნდა, საკუთარი პროფესია შეიყვარონ, რაც წარმატებისთვის უმთავრესია! უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს წარმოადგენ, უნდა იყო მაქსიმალურად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, არ უნდა დანებდე სირთულეებს და არასდროს კმაყოფილდებოდე მიღწეულით, ადამიანის რესურსი ამოუწურავია, მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, მით უმეტეს, მედიცინა არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ვიდრე არსებობს კაცობრიობა, ამ სფეროში, რესურსის ამოწურვა რთულია.

ექიმებს გვიწევს ახალ–ახალ გამოწვევებთან შებრძოლება, რაც მარტივი ნამდვილად არ არის და თუ საკუთარ განათლებაზე და განვითარებაზე არ მუშაობ, სჯობს, ამ პროფესიას ჩამოცილდე. ექიმი ღმერთი არ არის, თუმცა ექიმს აბარია ყველაზე ძვირფასი რამ – ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ნებისმიერი სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება, მით უმეტეს ექიმისთვის, ადამიანი უნდა გიყვარდეს, არ უნდა დაგეზაროს პაციენტთან საუბარი, სწორად უნდა აუხსნა რა დიაგნოზი აქვს და რა იქნება მისთვის უკეთესი. ნებისმიერი ექიმისთვის პაციენტის ინტერესი უნდა იყოს უმთავრესი და აბსოლუტურად დაცული. აუცილებელია, ექიმსა და პაციენტს შორის დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია, თითოეულ პაციენტს გულისყურით უნდა მოუსმინო. ვერ იქნები წარმატებული, თუ არა გექნება პაციენტის სიყვარული და პატივისცემა.

ramaz-charekishvili_o_h.jpeg

– მსოფლიო დონის სპეციალისტებთან მუშაობდით, თქვენი ერთ-ერთი მასწავლებელი აწ გარდაცვლილი ედუარდ ვეინბერგი იყო. რა როლი ითამაშა მან თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და ედუარდ ვეინბერგის რჩევები, დღესაც თუ არის აქტუალური?

– ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, რომლებმაც პირველ რიგში, მასწავლეს კეთილსინდისიერება და როგორც გითხარით, ჩვენს სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგებს შორის მინდა გამოვყო უიშვიათესი პროფესიონალი, ბატონი ედუარდ ვეინბერგი. ახალბედა ექიმებს შეგვაყვარა მედიცინა და რაც მთავარია, შეგვაყვარა პაციენტი. რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია მისი რჩევები, ეს არის – შრომისმოყვარეობა და პაციენტის მიმართ კეთილსინდისიერება.

– ხშირად გამოუვალი მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოსულხართ, ფიქრობთ, რომ ღმერთის ხელი ურევია წარმატებულ ოპერაციაში?

– ღმერთის ჩემებურად მწამს, ის შენში უნდა იყოს… ყოველი ოპერაციის წინ, პირჯვარს ვიწერ და დამთავრების შემდეგ, ღმერთს მადლობას ვუხდი. ექიმი შუამავალია ღმერთსა და პაციენტს შორის. ღმერთს რასაც უნდა იმას აკეთებს ექიმის ხელებით. რეპროდუქტოლოგი ვარ და ვიცი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა მდგომარეობს არა სიცოცხლის გადარჩენაში, არამედ, რეპროდუქციაში, რომ მან კიდევ ერთი სიცოცხლე მოავლინოს ამ ქვეყანას, ასე რომ მე და ღმერთს ბევრი წელია „ალიანსი“ გვაქვს ამ საქმეში. ჩემი აზრით იცით, რას ნიშნავს ქირურგიული ოპერაციის წარმატება? მთავარი ის კი არ არის, რომ ოპერაცია ლამაზად და კარგად გააკეთო, არამედ ქირურგიული წარმატება ნიშნავს იმას, რომ შენი ჩარევის შემდეგ, პაციენტი იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და სახლში მადლიერი წავიდეს.

– კოლეგები და პაციენტები გახასიათებენ, როგორც მშვიდს და გაწონასწორებულს, რას ფიქრობთ, რის ფასად გიჯდებათ ეს ყველაფერი?

– დღეს რთულია დარჩე სტაბილური ნერვული სისტემით, რასაკვირველია, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მეშლება ნერვები, მაგრამ ნებისმიერმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეული პაციენტი პრობლემით მოდის შენთან და რაზეც არ უნდა გესაუბრებოდეს, არ უნდა შეაწყვეტინო, ბოლომდე უნდა მოუსმინო და შემდეგ ამოკრიბო ის, რაც გვჭირდება დაავადებასთან საბრძოლველად, როგორც კი პაციენტი იგრძნობს, რომ ექიმს ეჩქარება და გულისყურით არ უსმენს, ექიმისადმი ეკარგება რწმენა და ეს რწმენადაკარგული, იმედგაცრუებული ადამიანი შეიძლება აღმოაჩნდეს მაგალითად, პედაგოგი და მერე რა განწყობით, ან რას ასწავლის ის მომავალ თაობას?! გამომდინარე აქედან, მე არ მაქვს უფლება ვიყო გაუწონასწორებელი ან აღელვებული, ძალიან რთულია ოქროს შუალედის დაცვა და წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება.

- გუნდური თამაშის მომხრე ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის გუნდი?

- როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქირურგი, ვერაფერს გახდება ძლიერი გუნდის გარეშე. მე თვითონ ბუნებით ვარ პერფექციონისტი, ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო ძალიან კარგად. ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელიც უკვე 15 წლის არის. აქ ყველას თავისი როლი აქვს და ვერ ვიტყვი, ვინ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. თავიდანვე მიხვდნენ ჩემს ბუნებას და ჩამოყალიბდა ის საუკეთესო შემადგენლობა, რაც არის დღეს. საქმე აწყობილია, როგორც იტყვიან „საათივით“. ყველამ იცის თავის საქმე არა კარგად, არამედ ძალიან კარგად და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ არა ისინი ამდენი სიცოცხლე და მადლიერი პაციენტი არ გვეყოლებოდა.

- რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის ჯანდაცვის რეგულაციები და რა ინიციატივით შეხვიდოდით საკანონმდებლო ორგანოში, როგორც კვალიფიციური ექიმი?

- რატომღაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებები გააკერძოვა, რაც ჩემი აზრით, დაუშვებულია. პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, თუ სად ურჩევნია სამედიცინო მომსახურების მიღება, – სახელმწიფო თუ კერძო კლინიკაში. დაუშვებელია, რომ კერძო კლინიკებში, სახელმწიფოსთან შედარებით, მეტად კვალიფიციური მედპერსონალი მუშაობდეს. ჩემი აზრით, ყველა ექიმი, როგორი რეგულაციებიც არ უნდა ჰქონდეს მას, პირველ რიგში, უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო დაწესებულებას და შემდეგ თუ დარჩება დრო და სურვილი, პარალელურ რეჟიმში მუშაობდეს კერძო კლინიკაში.

- თქვენ ყველა ოპერაციის ვიდეომასალას ინახავთ. ეს ალბათ, თავდაცვის საშუალებაა…

– კანონი არ გვავალდებულებს ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ მაინც ყველა ოპერაციის ვიდეომასალა გვაქვს, რომელსაც პაციენტს ხელზე ვაძლევთ. ეს ნამდვილად არ არის თავდაცვის მექანიზმი. ჯერ ერთი, როდესაც ჩვენს მიერ ნაოპერაციები პაციენტი თავისი ვიდეო მასალით მოვა, გაცილებით უფრო ადვილია ადეკვატური მიმართულების მიცემა და მეორე, მედიცინა და კერძოდ, ქირურგია, არ არის ე.წ. „ცეხი“, ბევრი უნიკალური ოპერაცია კეთდება და არ მინდა, ეს გამოცდილება და შედეგები მარტო ჩემი და პაციენტის საკუთრება იყოს. მომავალ თაობას უნდა გადავცეთ ჩვენი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ბევრი საინტერესო შემთხვევა კონფერენციებზე გაგვაქვს, იწერება სტატიები, დგება სტატისტიკა და იდება შედეგები. გეტყვით ერთსაც, დღის განმავლობაში სამ ოპერაციაზე მეტს არ ვნიშნავ. როგორი კარგი სპეციალისტიც არ უნდა იყო, ვერავინ დამარწმუნებს, – რომ ქირურგი, როგორი ხარისხითაც გააკეთებს პირველ ოპერაციას, ისეთივე ხარისხით გააკეთებს მეხუთეს, ეს გამორიცხულია, ადამიანი ხარ და იღლები.

ramaz-charekishvili_o_h.jpeg

- ყველაზე ხშირად პაციენტები თქვენთან რა დაავადებებით მოდიან?

- ძალიან გახშირდა ენდომეტრიოზი. ლაპარასკოპიის დანერგვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს არის სერიოზული დაავადება, რომელიც დღემდე არაა შესწავლილი. მისი მკურნალობის მიდგომა და ტაქტიკაც არ არის ერთიანი და ხშირად მიდის დისკუსიები კონფერენციებზე, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას და მაინც, „ოქროს რეცეპტი“ არ არსებობს. ენდომეტრიოზი იწვევს შეხორცებებს, უშვილობას და ზოგ შემთხვევაში გინეკოლოგია გადადის ზოგად ქირურგიაში. ასევე, გახშირდა და გაახალგაზრდავდა კვანძოვანი მიომები. თუ ადრე 20-22წლის ქალბატონები თხოვდებოდნენ, რეპროდუქციული პერიოდი ეს არის 20-27 წელი, ხდება ჰორმონალური ცვლილება, რაც ითხოვს დაფეხმძიმებას, როდესაც ეს არ ხდება, ორგანიზმი იღებს გარკვეულ სტრესს, საკვერცხეები იწყებს მუშაობას არა იმ ფიზიოლოგიურ რიტმში, რაც საჭიროა და ამიტომაა, რომ 30 წლის გოგონები მოდიან კვანძებით.

- რამდენად ხშირია ანომალიები?

- ანომალიები ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ ვეჭვობ, რომ უახლოეს წლებში მისი რაოდენობა გაიზრდება, რადგან მოგეხსენებათ, რომ დედამიწაზე ეკოლოგია საკმაოდ დაბინძურებულია. უხარისხო საკვები და ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება, შეიცავენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გამომდინარე აქედან – რეპროდუქციაზე. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ დღევანდელ რეპროდუქტოლოგიაში მეტად აქტუალურია უშვილო წყვილებში დონაცია-სუროგაციის გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინ–ვიტრო განაყოფიერების კაბინეტებმა მეტად სკურპულოზურად აწარმოონ დონაცია-სუროგაციის სისტემატიზაცია, რათა დონაციის შედეგად არ მოხდეს სისხლის აღრევა და გენეტიკური მუტაციის შედეგად ანომალიების გახშირება.

- დღეს თქვენი სახელით და გვარით ყველაფერია ნათქვამი, წარმატებით გამოწვეული ტკბობის ხიბლში ჩავარდნილხართ?

– ადამიანმა, რომელმაც დაუღალავი შრომით და სიმწრით მიაღწია წარმატებას, მერწმუნეთ, მან კარგად იცის ამ წარმატების ფასი და არასდროს ჩავარდება წარმატებით გამოწვეულ ტკბობის ხიბლში.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს, 2008 წლის ომის საქმეზე, 12-წლიანი სახელმწიფოებრივი დავა მოუგო. 

1611249195

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1611248189

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292
დეჟავუში აფეთქება მოხდა

სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვ...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის...

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს  „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან  დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რასაც ისინი...

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.