ინტერვიუ

ახალი ხედვა და მიზნები - კომპანია „ქოლგა“ ბიზნესისთვის

კომპანია „ქოლგა“
ბიზნესისთვის
1622644191
დაკოპირებულია

საქართველოში, თვითდასაქმებულ მეწარმეთა რაოდენობა საკმაოდ დიდია - მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, ძირითადად ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით, ნიჭითა და უნარებით, ინდივიდუალურად სხვადასხვა სახის პროდუქტსა და მომსახურების სერვისს ანუ ქართულ პროდუქციას ქმნიან, რაც ქვეყნის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და ნდობის კოეფიციენტი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაბალი ან არასაკმარისია, რაც PR-მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიის არასწორად დაგეგმარების შედეგია. შესაბამისად, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის განვითარება კარგ შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესითა და მინიმალური მოგებით ვითარდება ან უბრალოდ წარუმატებელ იდეად ფასდება - ამ შეფასებით დაიწყო „ქოლგას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა ჩანგიანმა, კომპანიის მიზნების შესახებ ჩვენთან საუბარი.

კომპანია „ქოლგა“ ქართულ ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, ძლიერი რესურსითა და ჯანსაღი ამბიციით. როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, PR სტრატეგიული სარეკლამო კომპანია „ქოლგას“ გუნდის დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად დღეს საინფორმაციო, PR მარკეტინგული და გაყიდვების ძლიერი სტრატეგიის განსაზღვრა, სწორედ იმ მეწარმეებს ესაჭიროებათ, რომელთაც რესურსი მხოლოდ პროდუქტისა და მომსახურების შექმნისთვის აქვთ განსაზღვრული.

ვინ არიან „ქოლგას“ დამფუძნებლები, როგორ დაიბადა კომპანიის შექმნის იდეა და უფრო დეტალურად თუ რატომ დადგა მსგავსი მომსახურებების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების აუცილებლობა - ამ და სხვა თემებზე ხათუნა მუზაშვილსა და ანა ჩანგიანს ვესაუბრეთ:

ხათუნა მუზაშვილი: ფსიქოლოგი, საქართველოში პირველი ფსიქოლოგიური ტრენინგცენტრის დამფუძნებელი და უამრავი ტრენინგის ავტორი, მათ შორის ბიზნესფსიქოლოგიის. „ქოლგას” გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი.

ანა ჩანგიანი: ბრენდინგისა და პოზიტიური PR-ის სპეციალისტი; პროექტებისა და ივენთების მენეჯერი; საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნეთვორქინგის სპეციალისტი.

- წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი….

- ხათუნა მუზაშვილი: 16 წლის წინ, პირველად დავაარსე საქართველოში პირველი ფსიქოლოგიური ტრენინგცენტრი და დავიწყე სატრენინგო მოღვაწეობა. ვმუშაობ, როგორც პერსონალური ფსიქოლოგიური მიმართულებით, აგრეთვე, ქოუჩინგის, NLP-ის, არტთერაპიის, წარმატების ფსიქოლოგიის მიმართულებით და ფაქტობრივად, ჩემს მოღვაწეობაში არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც ადამიანს სჭირდება და რომელი მიმართულებაც ჩვენს ტრენინგცენტრს შეიძლება არ ჰქონდეს.

ჩემი ტრენინგები ასეა დალაგებული: გამაჯანსაღებელი საფეხური, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობას, შემდეგი საფეხურია სადაც ადამიანები სწავლობენ როგორ შეიძლება ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიონ და აქ საუბარია არაიმდენად ფინანსურ დეტალებზე, არამედ საკუთარ თავში არსებული უნარების განვითარებაზე და სტერეოტიპების მოხსნაზე, რომელიც მათ გააჩნიათ ფინანსებთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. შემდეგ მოდის მესამე საფეხური - როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ეს არის ეტაპი, რომელ ეტაპზეც იქმნება ხოლმე ძალიან ბევრი ბრენდი. ჩემს ტრენინგცენტრს აქვს ძალიან დიდი არსენალი იმ ადამიანებისა, რომლებიც თავდაპირველად ტრენინგებზე გაჯანსაღების მიზნით მოვიდნენ და შემდეგ შექმნეს თავისი ბიზნესი, ქსელი, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს და ა.შ.

- ანა ჩანგიანი: დაახლოებით 9 წელია, რაც ბრენდინგის, პოზიტიური პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. ყველაფერი მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციული დირექტორის პოზიციიდან დაიწყო. პირველი კომპანია კი, რომელმაც PR მენეჯერსა და მარკეტოლოგის პოზიცია შემომთავაზა, პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორი“ იყო. მერე ყველაფერი ჩემი ცხოვრებისთვის ჩვეული რიტმით გაგრძელდა და რაც ამ სწრაფ რბოლაში მევალებოდა, მხოლოდ სწავლა, დაკვირვება, გამბედაობა, გულწრფელობა და საკუთარი თავის იმედად ყოფნა იყო...

გამოწვევები მარტივი არ იყო. აკადემიური განათლება ამ მიმართულებით არ მქონდა, ტელე- რეპორტიორის, თეატრისა და კინოს კრიტიკოსის ფაკულტეტები მაქვს დამთავრებული. ორივე პროფესიამ და საკუთარი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციით მიღებულმა გამოცდილებამ, ძალიან შემიწყო ხელი საკუთარ თავში ახალი რესურსი და უნარი გამომემუშავებინა, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი და საჭირო აღმოჩნდა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ PR და მარკეტინგის სპეციალისტად წოდებამდე, საკუთარ თავს საკმაოდ დიდი და ეკლიანი გზის გავლა დავუსახე მიზნად. მაქსიმალისტი ვარ და პირველ რიგში ყველაზე მეტად საკუთარი თავის კრიტიკოსიც. შესაბამისად, საკუთარი შედეგით ძალიან იშვიათად ვარ კმაყოფილი. ყოველთვის ვპოულობდი რაღაც ხარვეზს, რომელიც შესაძლოა სხვებისთვის შესამჩნევიც არ იყო, მაგრამ მე უზარმაზარ შეცდომად მიმაჩნდა.

ამ 8 წლის განმავლობაში, საკუთარი თავის, უნარებისა და პროფესიული მიმართულებით განვითარების მხრივ, უზარმაზარი შრომა გავწიე. ჩემი გამოცდილება თავიდან ბოლომდე პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა, ყველაფრის პარალელურად, არასდროს შემიწყვიტავს სწავლა და პროფესიული ზრდა.

თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან მუშაობა მიწევდა და მიწევს პროფესიონალებთან, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც ვვითარდებოდი და ვრწმუნებოდი, რომ ჩემი არჩევანი ამ პროფესიის მიმართ უტყუარი იყო.

- როგორ დაიბადა „ქოლგას“ შექმნის იდეა და რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?

- ხათუნა მუზაშვილი: ჩემმა საქმიანობამ მოითხოვა, რომ მე, პიარის, მარკეტინგის და პერსონალური ბრენდინგის მიმართულებით ტრენინგები დამემატებინა და ადამიანების მხარდაჭერა ამ კუთხითაც შემძლებოდა. ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ, რომ ცხრა საქმეს ერთად აკეთებ, არც ერთი გამოგივა ხარისხიანად. მიხარია, რომ დროულად დავკავდი ფსიქოლოგიით და მივხვდი, რომ მე გაფანტული და უთავბოლო კი არ ვარ, ეს არის გარკვეული უნარი, როცა შენ შეგიძლია ბევრი საქმე ერთად აკეთო, ერთიდან მეორეზე გადაერთო, თან გქონდეს მრავალფეროვნების განცდა და თან ბევრი საქმე, თანაბრად კარგად აკეთო.

მოკლედ, ამ ჩემმა ბავშვობაში დათრგუნულმა, ახლა კი ნაფერებმა, გამოზრდილმა და წინა პლანზე წამოწეულმა უნარმა, მომცა ამ ყველაფრის საშუალება - რამდენიმე წელი ინტენსიურ რეჟიმში კომპანიებს ვეხმარებოდი პიარსტრატეგიის დაგეგმვაში, განხორციელებასა და მარკეტინგული ხაზის შემუშავებაში. თანდათან გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ შექმნილიყო რაღაც ახალი, ახალი პროდუქტი, რომელიც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა „ქოლგა“.

ეს არის ჩემი გამოცდილება ფსიქოლოგიური და ადამიანებთან ურთიერთობის, პიარისა და მარკეტინგის, რომელიც ანა ჩანგიანის გამოცდილებასთან გაერთიანდა.

ამ სფეროში ზრდის პროცესი ყოველწამიერად მიმდინარეობს, ჩვენც დღითი დღე ვიხვეწებით, ისევე როგორც ტექნოლოგიები. ჩვენც რა თქმა უნდა ამ პროცესს მივყვებით, ზრდა არის განუსაზღვრელი პროცესი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროდუქტს სახელწოდებას არ ვარქმევთ მანამდე, სანამ არ მიდის იმ კონდიციამდე რომ ჩვენ ეს მოგვწონს. ჩვენი კომპანია ყოველთვის ადამიანების საჭიროებებს ერგება. ჩვენი მიმართულება პერსონალური ბრენდინგი და მცირე ბიზნესია, რომელზეც ძირითადად ეკონომიკა და ქვეყანა დგას, აქედან გამომდინარე, ჩვენ სადღაც პატრიოტულ ხაზს და სხვა მიმართულებასაც ვხედავთ ამის განვითარებაში, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ ჩვენს მომსახურებას თუ ცოდნას ვყიდით - არა, ჩვენთვის არ არის სულერთი რას გავყიდით, სურვილი გვაქვს გავყიდოთ ის პროდუქტი, რომელშიც დარწმუნებულები ვართ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს უწევ მომსახურებას და ხარ აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი, რომ შენ მას ხარისხიანი მომსახურება გაუწიე და როცა ხედავ მის გაბრწყინებულ თვალებს - ეს არის ფაქტობრივად მთელი ჩვენი მუშაობის არსიც, მთავარი ღირებულებაც, ფასეულობაც და მიზანიც, რომელზეც კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას.

ანა ჩანგიანი: ძირითადად სირთულე ყოველთვის ერთი და იგივეა. შესაძლოა, კომპანიის ხელმძღვანელი წარმოების მიმართულებით არაჩვეულებრივი პროდუქტის შემქმნელია, მაგრამ მართვის მენეჯმენტის, დროის დელეგირების, სწორი კომუნიკაციისა და მოტივაციისთვის საჭირო რესურსის ნაკლებობა აქვს. ხშირ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ბიზნესის სტრატეგიული ხაზი და მიზნობრიობა. ასევე, მთავარია როგორც მმართველი მენეჯმენტისთვის, ასევე, თანამშრომლების პროფესიული უნარებისა და განვითარებისთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც კომპანიისთვის თუ სტრუქტურისთვის, წარმატებისკენ სვლის გარანტორია.

ზუსტად ეს გახდა საფუძველი, საკუთარი კომპანიის შექმნაზე დამეწყო ფიქრი, რომელიც სტანდარტულ სარეკლამო მომსახურებას კი არ გაუწევდა დამკვეთს, არამედ ორიენტირებული იქნებოდა რეკომენდაციებისა და კონსულტირების, ტრენინგებისა და მასტერკლასების საფუძველზე გამხდარიყო ნებისმიერი კომპანიის თანამგზავრი.

საკვირველი კი ის არის, რომ სწორედ ეს იდეა დღეს უკვე ჩემმა პარტნიორმა ხათუნა მუზაშვილმა, რომელსაც ასევე უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, თავად შემომთავაზა და ყველაფერი კვლავაც ჩემი ცხოვრებისთვის ჩვეული რიტმით დაიწყო. ჯერ ძალიან პატარები ვართ, მაგრამ უზარმაზარი გამოცდილებით მნიშვნელოვან გეგმებს ვსახავთ.

მოკლედ, PR სარეკლამო კომპანია „ქოლგა“ ადამიანებს სთავაზობს სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალურად მორგებულ, კრეატულ PR სტრატეგიულ და მარკეტინგულ მომსახურებებს.

- რით გამოირჩევა „ქოლგა“ სხვა კომპანიებისგან, რა არის თქვენი ნიშა?

- ხათუნა მუზაშვილი: ჩვენი ნიშა არის პერსონალური ბრენდინგი და მცირე ბიზნესი. ეს არის ძირითად შემთხვევაში სარეკლამო შეთავაზებები, როდესაც კეთდება და ყალიბდება სხვადასხვა პაკეტები. პირადად მე, ჩემი უშუალოდ როგორც ტრენერის პროფესიის მიმართულებით დამიტრენინგებია სარეკლამო აგენტები, მათი გაყიდვების განყოფილება და იქ ყოველთვის კეთდება აქცენტი იმაზე, რომ მოდით დავატრენინგოთ ეს ადამიანები რათა წავიდნენ დიდ კომპანიებთან და შესთავაზონ მათ რეკლამა... და იცით?! არსებობენ მცირე ბიზნესმენები, რომლებისთვისაც ცხოვრებაში არავის შეუთავაზებია რეკლამა, რატომღაც თვლიან, რომ რადგან ეს მცირე ბიზნესია, მათ ბევრი ფული არ აქვთ და რადგან ცოტა ფულს გადაიხდის, იქ რეკლამა არ ღირს... რეალურად საკითხი ასე არ დგას... თუ შენ იმ მცირე ბიზნესს, შენი მომსახურებით დაეხმარები რომ ის ფეხზე დადგეს, ხვალ იმას მეტის გადახდის უნარი ექნება - ეს ერთი და მეორე, ჩვენთვის არ არის სულერთი რას ვაკეთებთ, არ ვუყურებთ ვის ბევრი ფული აქვს და ვის ცოტა, ჩვენ საჭიროებებს ვერგებით და ვთვლით, რომ მცირე ბიზნესი და პერსონალური ბრენდების განვითარება ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას ძალიან წაადგება.

- რატომ „ქოლგა“?

- ანა ჩანგიანი: ზოგადად ჩვენი ქოლგის ქვეშ, ძალიან ბევრმა სერვისმა მოიყარა თავი. ამ ბოლო დროს ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო. აი, თუნდაც ამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ უცებ შეიძლება სულ სხვა ღირებულებები, საჭიროებები და ცოდნა გამოვადგეს, ვიდრე გუშინ. ჩვენ მზად ვართ, შევითავსოთ ყველაფერი ახალი. ამიტომ ჩვენი ქოლგის ქვეშ, ძალიან ბევრი რამ ერთიანდება და იყრის თავს, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ქოლგა. რა არის ქოლგა? ქოლგა არის აქსესუარი და ინსტრუმენტიც იმისთვის, რომ მზეში და წვიმაშიც, შენ, ადამიანს რაღაც გარკვეული პერიოდი დაგეხმაროს სადღაც წასვალში, გადაადგილებაში. ჩვენს შემთხვევაშიც, ქოლგა ეს არის დამხმარე საშუალება და ინსტრუმენტი. არანაირად არ უნდა გახდეს ჩვენი კომპანია ყავარჯენი, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობიან, ქოლგა არის ინსტრუმენტი, რომელმაც A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიაცილოს მომხმარებელი.

- მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, ვინ წარმოადგენს „ქოლგას“?

- ანა ჩანგიანი: თავიდანვე მსურდა, რომ ჩემი გუნდის წევრები კრეატიული, განსხვავებული ხედვებით და თანამედროვე გემოვნების მქონე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ და სწორედ მათი რჩევებით განმესაზღვრა ის მომავალი, რაც დღეს მცირე ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახალ თაობას უზარმაზარი პოტენციალი, სხვანაირი ხედვები და მიდგომები აქვთ. ეს ასეც მოხდა - ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს - ელენე კორკოტაშვილი, ანა სურგულაძე, ეს ადამიანები არიან რომელთა ინდივიდუალური ხედვა, კრეატიული და შემოქმედებითი უნარები, საქმისადმი პასუხისმგებლობა და მოტივაცია გადამწყვეტია წარმატებული შედეგისთვის.

ჩვენს კომპანიაში თითოეული მათგანი საკუთარი თავის ხელმძღვანელია და შესაბამისად ახალი, განსხვავებული და შედეგზე ორიენტირებული პროდუქტის შემქმნელია.

ხათუნა მუზაშვილი: გუნდი არის უმთავრესი. გუნდი არის ის, რაზედაც ფაქტობრივად დგას ბიზნესი, იმიტომ რომ კარგ გუნდს შეუძლია გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი. კარგ გუნდში არ იგულისხმება დამთავრებული უმაღლესი ინსტიტუტების ან სერტიფიკატების რაოდენობა, გუნდი არის როგორც მრავალხმოვანება, სამი ან ოთხი ხმა, რომელიც არამარტო კარგად და სუფთად ჟღერს, არამედ ძალიან კარგად ერწყმის და უხდება ერთმანეთს.

ჩვენს შემთხვევაშიც, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი გუნდი, რომელიც ვართ და ზუსტად ვიცი რომ ეს არ არის სრული გუნდი, კიდევ ძალიან განვვითარდებით და გავიშლებით. ეს ხმები ერთმანეთს კარგად ერწყმის, ჩვენ ერთმანეთის გვესმის და ჩვენ ერთი მიმართულებით ვიხედებით, რადგან გუნდში, ისევე როგორც ოჯახში, არ არის მთავარი რომ ჩვენ ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთი მიზნისკენ, ერთი მიმართულებით მივდიოდეთ და ყველა ერთნაირად მზად იყოს ჩადოს მაქსიმუმი. ეს ამ გუნდში ნამდვილად არის. გარდა იმისა, რასაც ჰქვია პროფესიონალიზმი, გამოცდილება, სიყვარული, ერთიანობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა, ის რაც ჩვენს გუნდშია - ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბევრგან სანატრელია.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.