ინტერვიუ

„აცრა გვიცავს კოვიდით სიკვდილისგან“ - „თბილისი ენერჯიმ“ ვაქცინაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო

„თბილისი ენერჯის“
კომერციული დირექტორი
ედიშერ ხორავა Pia.ge
1628871868
დაკოპირებულია

„თბილისი ენერჯი“ კომპანიებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ვაქცინაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. კომპანია აქტიურად ჩაერთო თანამშრომლების იმუნიზაციის პროცესში, სპეცეკიპირებით აღჭურვა თანამშრომლები და ამ ვითარებაში მომხმარებლებისთვის სპეციალურად შექმნა აპლიკაცია, რომლის დახმარებით ნებისმიერი მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

კომპანიის მიერ ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, თანამშრომლების აღჭურვაზე, დისტანციურ მომსახურებაზე, ახალი აპლიკაციისა და კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს „თბილისი ენერჯის“ კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა ესაუბრა.

- კომპანიებიდან ერთ-ერთი პირველი ხართ, რომელიც ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. როგორ მიმდინარეობს პროცესი და ახლა რა ეტაპზე ხართ ?

- პირველივე დღიდან, რაც პანდემია დაიწყო ქვეყანაში, შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინება და საქმიანობის პროცესში მისი დანერგვა დავიწყეთ. მომსახურე კომპანია ვართ და ყოველდღიურად აქტიურად გვიწევს შეხება უამრავ მომხმარებელთან, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა დაიწყო სპეციალური ეკიპირებით და დამცავი საშუალებებით. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყვნენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე, ჩვენი მომხმარებლები.

- ამ ეტაპზე პანდემიის პერიოდში დისტანციური სამუშაო პროცესის დანერგვის მიმართულებით რა ვითარებაა და როგორ გრძელდება ეს პროცესი?

- ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დისტანციური სამუშაო პროცესი დანერგა. ეს პროცესი ტექნოლოგიურად გაიმართა და დღემდე გრძელდება. ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმეტესობა მთელი პანდემიის პერიოდში დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დღემდე გრძელდება. მაგალითად, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც მთელ ქალაქს ემსახურებიან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახლშია და სწორედ სახლიდან ემსახურებიან დედაქალაქს. ასევე, კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიც ასე მუშაობენ.

- პანდემიის პერიოდში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად ისეთი პირებისთვის, რომლებიც იზოლაციაში არიან და ან კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული, რა ტიპის მომსახურებას უწევს კომპანია და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

- ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც კომპანიამ გააკეთა, ეს იყო სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შევქმენით და რომლებიც აღჭურვილი არიან მაღალი დაცულობის ეკიპირებით. ეს ადამიანები დღემდე ემსახურებიან დედაქალაქში იმ მომხმარებლებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან ან იზოლაციაში იმყოფებიან, ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან.

ჩვენ ამ ტიპის მომხმარებლებს ვემსახურებით, იმიტომ რომ გაზი უსაფრთხოების კუთხით ძალიან სენსიტიურია. ჩვენი მომსახურება რომ არ შეწყვეტილიყო, ეს ჯგუფები დღემდე მუშაობენ და ამ ტიპის მომსახურებასაც უწევენ მომხმარებლებს.

- როგორ მიმდინარეობს კომპანიის თანამშრომლების ტესტირების პროცესი?

- თავიდანვე დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება და დღემდე კვირაში ერთხელ ყველა თანამშრომელს უტარდება ტესტირება, რათა მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ. რაც შეეხება ვაქცინაციის კამპანიას, ცხადია ვითავისებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც გვაკისრია და შევუერთდით ქვეყანაში დაწყებულ ვაქცინაციის კამპანიას დევიზით, რომ „ვაქცინა გვიცავს კოვიდით გარდაცვალებისგან“.

პირველ რიგში, შიდა საინფორმაციო სამუშაოები დავიწყეთ ჩვენს თანამშრომლებთან. დღეის მდგომარეობით მენეჯმენტის აბსოლუტური უმეტესობა, თითქმის 100% უკვე აცრილია. ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რათა მაგალითი მიგვეცა ჩვენი თანამშრომლებისთვის. დღეს უკვე 1500-მდე თანამშრომლის რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, რომ აცრილმა თანამშრომლებმა წვლილი შევიტანოთ მომხმარებელთა ინფორმირებაში, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

ინდივიდუალური ვიდეოები ჩავწერეთ, სადაც მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოვუწოდებთ. დაახლოებით ჩვენი თანამშრომლების 40%-მდე აცრილია. ინფორმაციულად ყოველდღიური სამუშაოები ტარდება ჩვენს თანამშრომლებთან, ინფორმაცია მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ, პორტალზე რეგისტრაციაში ვეხმარებით და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ.

- მოგვიყევით ახალი აპლიკაციის შესახებ, რომელიც კომპანიამ შექმნა ...

- ამ ვითარებაში ყველაზე მთავარი რაც გაკეთდა და რაც ძალიან საინტერესოა, ეს არის სპეციალური აპლიკაცია. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იმის თქმა, რომ დღეს „თბილისი ენერჯის“ რა მომსახურებებიც გააჩნია, ამ მომსახურებების მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. ჩვენი ოფისები სამწუხაროდ, დაკეტილია და ამის გათვალისწინებით სპეციალურად შემუშავდა ეს პროგრამული უზრუნველყოფა, მობილური აპლიკაცია. ასევე, ვებგვერდის საშუალებაც არის, ანუ შეგვიძლია კომპიუტერშიც გავხსნათ ეს გვერდი, დავრეგისტრირდეთ და ხელი მიგვიწვდებოდეს ჩვენი აბონენტის მონაცემებზე, ხარჯებზე, გადახდებზე და ბევრს სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის შესაძლებელია ნებისმიერი სახის განცხადების შედგენა. ვებგვერდს ჰქვია My.Te.ge

ბევრი მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებს. ბევრისთვის კი ახალია და არ არის ფართოდ გავრცელებული. ფლეისთორიზე და ეპსთორიზე, სადაც გნებავთ, ჩამოტვირთვა შესაძლებელია. აპლიკაციას „თბილისი ენერჯი“ ჰქვია, ჩამოტვირთავთ, დააინსტალირებთ და მარტივად მოიხმართ.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080
სახელმწიფოს ფინანსური
მხარდაჭერით, კახეთის
რეგიონში ყურძნის
გადამმუშავებელი კიდევ
ერთი კოოპერაციული
საწარმო შეიქმნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში ყუ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.