ინტერვიუ

მიხეილ ლოლაძე - ტრავმატოლოგიურ ორთოპედიულ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე

ექიმი მიხეილ ლოლაძე - Pia.ge
1606739776
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა მიხეილ ლოლაძემ  შეძლო ქართულ სამედიცინო რეალობაში თვის წარმატებით დამკვიდრება, მისი  კარიერა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იწყება. სამედიცინო  სფეროსთან ოჯახურმა კავშირმა პროფესიული არჩევანი მარტივად გააკეთებინა, მერე იყო არც თუ ისე მარტივი გზა, რომელმაც დამოუკიდებლად, საკუთარი შეუპოვრობითა და დაუღალავი შრომით წარმატებამდე და აღიარებამდე მიიყვანა. 

მიხეილ ლოლაძე: ექიმობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია და როგორც კი ღრმად ჩავიხედე სამედიცინო სფეროში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიამ ყველაზე მეტად დამაინტერესა. ეს სპეციალობა ადამიანის ჯანმრთელობის ისეთ საკითხებს ემსახურება, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გამართულად ფინქციონირებას უკავშირდება. მყეს იოგოვანი სისტემა ჩვენს აქტიურ და ხარისხიან ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, შესაბამისად მათი სწორი ფუნქციური დატვირთის გარეშე უბრალოდ ხეიბარი ვიქნებით.

- კარგი განათლება და მდიდარი გამოცდილება გაქვთ, მაინც სად მიიღეთ ყველაზე დიდი პრაქტიკა?

სტუდენტობის პერიოდში ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ვმუშაობდი და შეიძლება ითქვას, პროფესიულად იქ ავიდგი ფეხი, შემდეგ იყო რეზიდენტურის პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო გერმანიაში, სადაც პირველად გავეცანი ზოგიერთ ისეთ საკითხს, რაც იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ იყო აქტიურად დანერგილი, მათ შორის - მხრის სახსრის ენდოპროტეზირება, მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირების ისეთი მიდგომა მინიმალური ინვაზიით, რაც ახლა ინერგება ჩვენთან. თუმცა, ეს მიმართულება დღეს კარგი ტემპით ვითარდება და ვფიქრობ, საქართველოში ტრავმატოლოგია-ორთოპედია უკვე დგას შესაბამის მოწოდების სიმაღლეზე და იგივე სირთულის ოპერაციებს ისეთივე წარმატებით ვახორციელებთ რასაც დაახლოებით 5 წლის წინ ევროპის წამყვანი სამედიცნო კლინიკები აკეთებდნენ.

- გაიზარდა მოთხოვნა მინიმალურ ინვაზიაზე?

დიახ, დღეს მოთხოვნა არის არა მხოლოდ იმაზე, რომ კარგად მოძრაობდეს ადამიანი და არ აწუხებდეს ტკივილი, არამედ დაცული უნდა იყოს ესთეტიკური მხარეც და მაქსიმალურად იყოს დაზოგილი ქსოვილები, ამ შემთხვევაში წამყვანი როლი აქვს ართროსკოპიულ მკურნალობას, ე.წ უსისხლო ოპერაციებს, რაც ძირითადად მსხვილ სახსრებზე ხორციელდება. ეს არის მენისკების დაზიანება, წინა ჯვარედინა იოგის დაზიანება, რაც ხშირია სპორტსმენებზე, ასევე, სამთო კურორტებზე მიღებული ტრავმების შედეგად. ჩვენს კლინიკაში დავიწყეთ სხივ მაჯის სახსრის ართროსკოპია, რისთვისაც გვაქვს შესაბამისი ძალიან ძვირადღირებული აღჭურვილობა.

- რა ხდება მაჯის გვირაბის სინდრომის დროს?

მაჯის გვირაბის სინდრომის დროს შუათანა ნერვი ყვება მის ქსოვილებში, ვითარდება ფიბროზული შეხორცებები, ზეწოლა ხდება ნერვზე და საჭიროა მისი გათავისუფლება, არის თუ არა საჭირო ასეთ დროს ოპერაცია, ამის განსაზღვრისთვის საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება, უნდა ინახოს, რა დონეზე ხორციელდება ზეწოლა, რამდენი პროცენტითაა შეზღუდული ნერვის ფუნქცია და ა.შ. ოპერაცია რასაც ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ მაჯის გვირაბის სინდრომის მკურნალობის ბოლო ეტაპია.

- თუ დადგა ოპერაციის საჭიროაბა, არის გარანტია, რომ ეს პრობლემა აღარ შეგვაწუხებს?

სტატისტიკურად ამ ოპერაციების შედეგიანობა საკმაოდ მაღალია, რადგან ტრავმისგან განსხვავებით, მაჯის გვირაბის სინდრომის ოპერაციით ვმკურნალობთ მიზეზს და არა შედეგს. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან მისვლამდე რამდენი ხნით ადრეა დაწყებული ჩივილები, რადგან ხანგრძლივად ნერვზე ზეწოლა იწვევს მის დაზიანებას და ნერვული ქსოვილის აღდგენა აღარ ხდება. ამიტომ ოპერაციის შემდგომ შესაძლოა მოიხნას ტკივილი, მაგრამ გარკვეული პერიოდი დარჩეს ზოგიერთი ჩივილები, წლების განმავლობაში ნერვზე ზეწოლით გამოწვეული შედეგების ერთი ოპერაციით ალაგება შეუძლებელია, თუმცა, მნიშვნელოვნად ხდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.

- რას გვეტყვით სხვივ-მაჯის პრობლემებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე?

ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე იშვიათია სხივ-მაჯის სახსრის პრობლემები, იგივე ართროზული ცვლილებები, რაც მოითხოვს შესაბამის მკურნალობას. აქამდე იყო მიდგომა - ასაკშია უნდა ტკიოდეს, არავითარ შემთხვევაში, ადამიანი არ უნდა შეეგუოს ტკივილს. არსებობს ყველანაირი პირობა და ბევრი საშუალება იმისათის, რომ ელემენტარულად ტკივილი გვაწუხებდეს. სხივ-მაჯის სახსრებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს ე.წ. იმპიჯმენტი და სასახსრე ნაპრალის განლევა და დავიწროვება, რაც აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად მონოტონურ მოძრაობებს ასრულებენ.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, პირველ რიგში ხდება დიაგნოსტირება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მაქსიმალურად ვცდილობთ, ვუმკურნალოთ კონსერვატიულად და არ მივიდეთ ოპერაციამდე. ჩემი მოწოდებაა, ჩივილების გაჩენისთანავე მივიდეთ ექიმთან.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბრტყელტერფიანობაზე, მის სახეობებსა და ამ პრობლემით გამოწვეულ სირთულეებზე?

ბრტყელტერფიანობის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელიც ადგილზე ორთოპედმა უნდა შეაფასოს. საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ბრტყელტერფიანობის ძირითადი კორეგირება ხდება ე.წ ღაბაშებით. ტერფი წარმოადგენს ადამიანის ძირითად და ყველაზე მთავარ საყრდენს, არამყარი საძირკველი მთელი სხეულის სტატიკური არასწორი დატვირთვის წინაპირობაა. ბრტყელტერფიანობა იწვევს კოჭ-წვივის სახსრის დეფორმაციას, მუხლის დეფორმაციას, მენჯ-ბარძაყის და წელის ტკივილს, უფრო მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ღრმა ხარისხის ბრტყელტერფიანობით თავის ტკივილსაც კი უჩიოდნენ და მხოლოდ ღაბაშის სწორად შერჩევით მოვაგვარეთ ეს პრობლემა.

- რა ტიპის პაციენტები უნდა მოვიდნენ თქვენთან?

მოდიან პაციენტები ნებისმიერი სირთულის მწვავე ტრავმით, ვგულისხმობ ძვლოვანი სისტემის დაზიანებას, მყეს იოგოვანი სისტემის დაზიანებას. რაც შეეხება ართროსკოპიას, ვაკეთებთ ოპერაციებს მინიმალური ინვაზიით, ასევე, მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირებას, მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებას.

- პრევენცისთვის რა საშუალება არსებობს?

მწვავე ტრავმის პრევენცია შეუძლებელია. რაც შეეხება ორთოპედიული კუთხით სახსრების მდგომარეობას, აქ ძირითად პრობლემას წარმოადგენს უძრავი მდგომარეობა, პასიური ცხოვრების წესი. ჩვენი მთავარი მესიჯია, ვიცხოვროთ აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ტრავმის შემთხვევაში, ექიმთან მისვლამდე პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ტრავმირებული უბნის იმობილიზაცია და ყინულების დადება ადგილობრივად.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.