სამართალი

3 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

პატრულის მანქანა ინფექციურთან
14:19 28.03
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს...
32 წუთის წინ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ ს...
42 წუთის წინ
აქ, Tbccredit.ge-ზე, ახლა სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი...
51 წუთის წინ
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარ...
52 წუთის წინ
ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კოვიდინფიცირების 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვე...
ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. worldometers -ის მონაცემების თა...
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შე...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტ...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩიხურ მდგომარე...
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავი...
საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადე...
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირ...