მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 წლის კაცის სუიციდი ყვარელში

არ გადაკვეთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 30 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ლაგოდეხში მწყემსად მუშაობდა.

30 წლის მწყემსი თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

„ძალიან ბევრს შრომობდა, მამის გარეშე იზრდებოდა. ლაგოდეხში იყო წასული და ფერმაში მუშაობდა“,- აცხადებენ გარდაცვლილის თანასოფლელები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს.