აბაშაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დღეს გარდაიცვალა.
დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ტორონჯაძეების ოჯახში ფიზიკური დაპირისპირება სუფრაზე მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით, დაკავებულია სამი ადამიანი.